კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჰუმან რაითს ვოთჩი“ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებს აღწერს

25 იანვარი, 2011

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მასში დიდი ადგილი ეთმობა საქართველოს და აღნიშნულია, რომ 2010 წლის განმავლობაში, საქართველოში ადამიანის უფლებების არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი. Human Rights Watch ანგარიშში დევნილთა გამოსახლების პროცესსაც ეხება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ათასობით დევნილი გამოაძევა დროებითი საცხოვრისიდან; ხშირ შემთხვევაში, ისინი უსახლკაროდ და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე დატოვა, ან შორეულ რეგიონებში გადაასახლა არაადეკვატურ პირობებში; გთავაზობთ ანგარიშს საქართველოს შესახებ. ქართული თარგმანი ეკუთნის ადამიანის უფლებათა ცენტრს.

„ჰუმან რაითს ვოთჩი“ - ანგარიში საქართველოს შესახებ, 2010 წელი

2010 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში არამყარია. მთავრობამ ასობით დევნილი გამოასახლა სახელმწიფოს კუთვნილი კოლექტიური ცენტრებიდან თბილისში, ხშირ შემთხვევაში - თავშესაფრის უზრუნველყოფისა და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე.

სახელმწიფოს წარმომადგენლები აფერხებდნენ აქტივისტთა შეკრების უფლებას, თავს ესხმოდნენ და ზეწოლას ახორციელებდნენ ჟურნალისტებსა და ოპოზიციურ გაზეთებზე. 30 მაისს გამართული მუნიციპალური არჩევნები ძირითადად პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირეს.

2008 წლის აგვისტოს ქართულ-რუსული კონფლიქტიდან ორ წელზე მეტი გავიდა და მთავრობას ეფექტურად არ გამოუძიებია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები. რუსეთმა გააძლიერა სამხედრო წარმომადგენლობა და ეფექტური კონტროლი საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე. ევროკავშირმა მოლაპარაკებები დაიწყო საქართველოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გასაძლიერებლად.

დევნილთა იძულებითი გამოსახლება

ივნისიდან მოყოლებული ხელისუფლებამ ასობით დევნილი გამოასახლა სახელმწიფოს კუთვნილი თბილისის დროებითი კოლექტიური ცენტრებიდან იმ ვარაუდით, რომ მტკიცედ გადაჭრიდა მათ საცხოვრებელ პრობლემებს. თუმცა, ხელისუფლებამ მარცხი განიცადა გამოსახლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საქმეში: არ გაუმართავს გულწრფელი კონსულტაციები დევნილებთან, არ წარმოუდენია შეტყობინება გონივრულ ვადაში და არ მოუხდენია  ადეკვატური ალტერნატიული საცხოვრებლით დევნილთა უზრუნველყოფა.

ზოგ დევნილს საერთოდ არ მიუღია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი; ზოგიერთი შორეულ რეგიონებში გაგზავნეს დაზიანებული სახურავების მქონე სახლებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის შედეგად საქართველოში 346,000 დევნილია.

მათი დაახლოებით 40% ცხოვრობს 1,658 სახელმწიფო თუ კერძო კოლექტიურ ცენტრებში, რომელთაგან 515 თბილისშია.

ივნისში ხელისუფლებამ დევნილებს გამოსახლებამდე 5-დღიანი წინასწარი გაფრთხილება მისცა. 2 აგვისტოს განხორციელებულმა ცვლილებებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს #747 დადგენილებაში ხუთდღიანი წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გააუქმა. ასე რომ, ზოგიერთმა დევნილმა მხოლოდ რამდენიმესაათიანი გაფრთხილება მიიღო გამოსახლებამდე. გამოსახლებებმა დაარღვია დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს დევნილთა გამოსახლებას მათი წერილობითი თანხმობის გარეშე და მათ მოთავსებას ისეთ საცხოვრებელში, რომელიც პირობებით ჩამოუვარდება არსებულ საცხოვრებელს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, აგვისტოში გამოსახლებულებს  შესთავაზეს არჩევანი ფინანსურ კომპენსაციასა და რეგიონებში საცხოვრებელს შორის. ბევრმა დევნილმა უარი განაცხადა რეგიონებში გადასახლებაზე სამუშაო ადგილების არარსებობის მიზეზით. თუმცა, მათ არ მიუღიათ ფინანსური კომპენსაცია და დარჩნენ უსახლკაროდ.

შეკრების თავისუფლება და პოლიციის ძალადობა

ხელისუფლებამ დააბრკოლა მშვიდობიანი შეკრება და მარცხი განიცადა კანონდამცველების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების გამოძიების საქმეში. 14 აგვისტოს, პოლიციამ დააკავა ქართველი აქტივისტები და მწერლები: ირაკლი კაკაბაძე, შოთა გაგარინი და ალექსი ჩიღვინაძე, როცა ისინი მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავდნენ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე თბილისში. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება წაუყენეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

მომდევნო დღეს სასამართლომ თითოეული მათგანი 400 ლარით დააჯარიმა. დახურულ მოსმენაზე მოსამართლემ მხოლოდ პოლიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიღო და უარი განაცხადა იმ ვიდეოს ყურებაზე, რომელიც წარმოაჩენდა დაკავებული პირების თანამშრომლობის ფაქტს პოლიციასთან დაკავების მომენტში. კაკაბაძის მტკიცებით, პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას პოლიციის მანქანაში. სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა კაკაბაძეს დაკავების საკანში და დაადასტურა მის მხარსა და ხელზე არსებული დაზიანებები.

2009 წლის 23 ნოემბერს, პოლიციამ დააკავა დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია - ახალგაზრდა ოპოზიციონერთა ჯგუფის აქტივისტები. ამ დროს ისინი სამთავრობო პოლიტიკას აპროტესტებდნენ პარლამენტის წინ. დაკავების მომენტში პოლიციამ აქტივისტებს განუცხადა, რომ მათ დაარღვიეს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი, რომელიც კრძალავს აქციის ჩატარებას პარლამენტის შეობიდან 20 მეტრ რადიუსში. თუმცა, დაკავების ოქმში აღნიშნული იყო, რომ აქციის მონაწილეები შენობიდან 30 მეტრით დაშორებით იდგნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია ზემოაღნიშნული პირები საპროტესტო აქციის გამართვის წესების დარღვევასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობაში და 500 ლარით დააჯარიმა ისინი. სასამართლომ არ მიიღო ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი ვიდეოფირი, რომელიც ადასტურებდა, რომ აქტივისტებს არ შუფერხებიათ ქვეითთა მოძრაობა და ემორჩილებოდნენ პოლიციის ბრძანებებს დაკავების მომენტში.

2010 წლის 9 აგვისტოს, პოლიციამ დააკავა ორი ოპოზიციონერი აქტივისტი, თითქოსდა პოლიციისადმი წინააღმდეგობის გამო პარლამენტის შენობის წინ, სადაც დევნილები და სხვები მშვიდობიანად აპროტესტებდნენ დევნილთა გამოსახლებებს. აქტივისტებმა წინასწარ გააფრთხილეს ქალაქის მუნიციპალიტეტი საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ და არ გადაუკეტიათ ქუჩა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტები 400 ლარით დააჯარიმა, თითოეული პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

მთავრობამ უარი განაცხადა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ყოველმხრივ გამოძიებაზე, როცა პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა საკმაოდ მშვიდობიან დემონსტრაციებზე თბილისში, რის შედეგადაც სულ მცირე 500 ადამიანი დაშავდა. ხელისუფლებამ ასევე მარცხი განიცადა ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება 2009 წლის 15 ივნისს 50 ოპოზიციონერი აქტივისტის წინააღმდეგ პოლიციის მიერ განხორციელებულ შეტევაზე, სადაც სულ მცირე 17 დემონსტრანტი დაშავდა. მთავრობას სრულყოფილად არ გამოუძიებია არც 2006 წლის მარტის ოპერაცია, რომლის შედეგადაც 7 პატიმარი გარდაიცვალა და ბევრი დაზიანდა.

მუნიციპალური არჩევნები

2010 წლის 30 მაისს ჩატარდა ეროვნული მუნიციპალური არჩევნები 63 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მათ შორის თბილისის მერის ასარჩევად, რომელიც ხალხმა პირველად აირჩია პირდაპირი წესით. მმართველმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა ჭარბი უმრავლესობით ყველა მუნიციპალიტეტში.

საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს უფრო დაუახლოვდა, მაგრამ მნიშვნელოვანი დარღვევები კვლავაც რჩება, მათ შორის: სამართლებრივი ხარვეზები, ულიმიტო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საჯარო მოხელეების მიერ, ასევე საარჩევნო დღეს განხორციელებული გაყალბებების იზოლირებული შემთხვევები.

ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა

ქართულ-რუსული კონფლიქტიდან ორ წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლებას არ უზრუნველუყვია სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მათი ძალების მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებთან დაკავშირებით.

ომის დროს ქართულმა სამხედროებმა გაურკვეველი ძალა გამოიყენეს, მათ შორის -მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარები, გაურკვეველი იარაღი, რომლის გამოყენება აკრძალულია სამოქალაქო ტერიტორიაზე. სამხედროებმა ასევე გამოიყენეს კლასტერის მარაგი რუსული სამხედროების წინააღმდეგ, მათ შორის სამოქალაქო პირებით დასახლებულ სამხრეთ ოსეთის საზღვართან მომიჯნავე ქართულ ტერიტორიებზე.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (რომლის მხარე საქართველოც არის) პროკურატურამ გააგრძელა სიტუაციის წინასწარი გამოკვლევა და დელეგაციები გაგზავნა რუსეთში მარტში და საქართველოში ივნისში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შიდა სამართლებრივი წარმოების შესახებ.

20 000 ეთნიკურად ქართველი სამხრეთ ოსეთიდან ჯერ კიდევ დევნილია.

მედიათავისუფლება

მედიაგარემო შერეული სახისაა - მრავალფეროვანი ბეჭდვითი მედიით, მაგრამ შეზღუდული საერთოეროვნული ტელევიზიით სახელმწიფოს კუთვნილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, პროსამთავრობო არხების - „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ სახით. მედიამფლობელობის საკუთრების გამჭვირვალობის საკითხი გაურკვეველია.

რამდენიმე ჟურნალისტის მტკიცების თანახმად, მათ წინააღმდეგ განხორციელდა ზეწოლა და თავდასხმა. 25 ივნისს, პოლიციამ შეურაცხყოფა მიაყენა გორში დაფუძნებულ თრიალეთის ტელევიზიის ჟურნალისტ ლადო ბიჭიაშვილსა და ოპერატორ იმედა გოგოლაძეს, როცა ისინი სტალინის ძეგლის გადაადგილებას იღებდნენ ქალაქის ცენტრში.

დაახლოებით 8 პოლიციელმა სცემა და კამერა ჩამოართვა ჟურნალისტებს. პოლიციამ კამერა დააბრუნა მასზე აღბეჭდილი მასალის განადგურების შემდეგ.

ივლისში ვახტანგ კომახიძემ, გამოცდილმა ქართველმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, თავშესაფარი მიიღო შვეიცარიაში ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების საფუძვლით. მუქარები, მტკიცების თანახმად, გახშირდა მას შემდეგ, რაც კომახიძემ მუშაობა დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო ფილმზე.

ოპოზიურის გაზეთის, „გურია ნიუსის“ მტკიცებით, თებერვალში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუქარებით დააშინა გაზეთების კერძო დისტრიბუტორები. 8 თებერვალს, პოლიციამ მოკლე ხნით დააკავა „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი ირაკლი დოლიძე, მაშინ როცა იგი იმ პოლიციელის ფოტოს იღებდა, რომელმაც ფოტოკამერა და მობილური ტელეფონი დროებით ჩამოართვა.

2009 წლის 25 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა გამოიძახა თედო ჯორბენაძე, ბათუმში დაფუძნებული საკვირაო გაზეთ ბათუმელების საგამოძიებო ერთეულის ხელმძღვანელი და დაემუქრა, რომ გამოაქვეყნებდა თითქმის შიშველი მამაკაცების სურათებს, რომელთაგან, მათი მტკიცებით, ერთ-ერთი ჯორბენაძე იყო, თუ ის მათთან არ ითანამშრომლებდა.

სისხლის სამართლის სისტემა

ციხეების გადავსება კვლავ პრობლემაა და ცუდ პირობებს იწვევს. საპატიმროების გადავსების მთავარი ფაქტორია სასამართლოს მიერ გამართლებულთა მცირე რიცხვი. სექტემბერში ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში თებერვალში სტუმრობის შედეგად, რომელშიც მიუთითა რამდენიმე დადებით ცვლილებაზე, მაგრამ წუხილი გამოთქვა საქართველოს ციხეებში გადავსების პრობლემაზე და პატიმართათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების ნაკლებობაზე.

თებერვალში საქართველომ აღადგინა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელი (მას შემდეგ, რაც 12 წლამდე შეამცირა იგი 2008 წელს) და შეუსაბამა იგი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს. 2009 წელს სახელმწიფომ გაწვრთნა 430 გამომძიებელი არასრულწლოვანთა დაკითხვის ტექნიკაში და სავალდებულო გახადა ადვოკატისა და მეურვის დასწრება დაკითხვისას.

მთავარი საერთაშორისო აქტორები

აშშ-მ და ევროკავშირმა გაამყარა საქართველოსთან ეკონომიკური კავშირები და ურთიერთობა. ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა გააგრძელა საქართველოს დაკარგული ტერიტორიების ოკუპაცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მან გაამყარა თავისი სამხედრო მდგომარეობა რეგიონში, როდესაც დააარსა სამხედრო ბაზა და განათავსა რაკეტული სისტემა აფხაზეთში.

ივლისში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესტუმრა საქართველოს და შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენელ ქალ ლიდერებს. ის ასევე შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რათა ხაზი გაესვა ამერიკის მხარდაჭერისათვის საქართველოს ტერიტორიული დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ეკონომიკისათვის. სამუშაო ჯგუფები შეიკრიბნენ თბილისსა და ვაშინგტონგში 2010 წელს, რათა განეხილათ 2009 წელს დადებული საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესრულება და გაეთვალისწინებინათ თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის - ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

2010 წლის აპრილში „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პროგრესის შესახებ“ ანგარიშმა საქართველო  შეაქო სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის გამო, მაგრამ წუხილი გამოთქვა რამდენიმე საკითხზე, მათ შორისაა: ციხეების გადავსება, უმცირესობის უფლებები და მედიაგამჭვირვალობა. 2010 წლის ივლისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები დაიწყო ასოცირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სამეზობლო პოლიტიკას, მიზნად ისახავს რა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას.

ევროპის საბჭოს ევროპული კომისიის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართულ ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში წუხილი გამოითქვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და აღნიშნული დარღვევების საწინააღმდეგო მექანიზმების არარსებობაზე.

სექტემბერში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გამოაქვეყნა ანგარიში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში და მის შემდეგ გაუჩინარებებთან დაკავშირებით და ორივე მხარეს მოუწოდა ობიექტური გამოძიებისაკენ. ოქტომებრში ჰამარბერგმა გამოაქვეყნა მეორე ანგარიში კონფლიქტის შემდგომ პრობლემებთან დაკავშირებით, მათ შორის დაბრუნების, დევნილებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის თაობაზე, ასევე დაკავებულთა დაცვასა და გათავისუფლებაზე.

აგვისტოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა წუხილი გამოთქვა იძულებით გამოსახლებებთან დაკავშირებით თბილისში.

ახალი ამბები