კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისს იმედი აქვს, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან დახმარებას მიიღებს

25 იანვარი, 2011

მოლი კორსო, eurasianet.org

საქართველოს მთავრობა მიესალმება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (აშშ-ის საგარეო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სააგენტო) გადაწყვეტილებას, რომელმაც თბილისს მეორე, ხუთწლიანი გრანტის მოპოვების შანსი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ დახმარების ხარისხისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა ახალი გრანტისთვის ჯერ არ დასრულებულა, ქართველი ჩინოვნიკები დაინტერესებას ქვეყნის საგანმანათლებლო და სატრანსპორტო ინფრანსტრუქტურის გაუმჯობესების მიმართ გამოსთქვამენ.
 
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) საკუთარი გადაწყვეტილება 5 იანვარს გამოაცხადა. MCC-ს ახალი პროექტის (რომლის ადმინისტრირებასაც განახორციელებს მისი თბილისის ფილიალი - „მილენიუმის გამოწვევა საქართველო“ (MCG)) დაფინანსების მოცულობა მოგვიანებით განისაზღვრება - მას შემდეგ, რაც თბილისი განვითარების სრულყოფილ პროექტს წარადგენს. აპრილში საქართველო დაასრულებს მის პირველ $395.3 მილიონიან გრანტთან ან „შეთანხმებასთან“ (ე.წ. compact) დაკავშირებულ პროგრამებს, რომელიც 2006 წელს დაიწყო.

დამატებითი გრანტისთვის ქვეყნები (MCC მათ „კომპაქტებს“ უწოდებს) სამი ძირითადი კრიტერიუმით შეირჩა. ესენია: პირველი – შეთანხმების წარმატებით დასრულება, რეფორმების მაჩვენებლები და ფონდების არსებობა; მეორე – „კომპაქტის“ მიმღებ ქვეყნად განა დასახელდა.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მთავარმა მრჩეველმა უცხოური დახმარების საკითხებში, თამარ კოვზირიძემ MCC-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ძალიან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა უწოდა.

„იშვიათია, როდესაც ქვეყანა მეორე „კომპაქტს“ იღებს. ეს რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავს“, – განაცხადა კოვზირიძემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი MCC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია.

MCC-ის წარმომადგენელმა ჯიმ მაკნიკოლასმა ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციის მეორე გრანტი არ იქნება დაფუძნებული გეოპოლიტიკურ მოსაზრებებზე. იგი დაეფუძნება პირობას, თუ რამდენად შესძლებს თბილისი დააკმაყოფილოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კრიტერიუმები, ასევე - ინვესტიციებს.

MCC-ის მეორე გრანტი, რომელიც ჯერ შეერთებული შტატების კონგრესმა უნდა მოიწონოს, ასევე დამოკიდებულია საქართველოს მიერ პროგრამებისთვის წარმოდგენილ წინადადებებზე და არ გამოიყოფა მანამ, სანამ საქართველო არ დაასრულებს მიმოხილვის ხანგრძლივ პროცესს.

საქართველოს მთავრობას MCC-ის დაფინანსებისთვის საკუთარი წინადადებების წარდგენა ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა აღნიშნა რომ განათლების და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა მისი განვითარების პროგრამის მთავარი სამიზნეებია.

განხორციელების შემთხვევაში, დაფინანსება აშშ-ს მთავრობის $1-მილიარდიან დახმარებას დაემატებოდა, რომლის გაცემაც საქართველოსთვის 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ განისაზღვრა.

საქართველო უცხოურ დახმარებასა და დონორების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული,   რათა ბიუჯეტი დააბალანსოს, დააფინანსოს ინფრანსტრუქტურა და განვითარების სხვა პროექტები. 2011 წელს მთავრობა დონორებისა და უცხოური მთავრობებისგან $877 მილიონზე მეტ ფინანსურ დახმარებას ელოდება.

იმ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც როგორც MCC-ის, ასევე MCG-ის მონიტორინგს ეწევა, ამ სიახლეს თბილისისთვის ნაწილობრივ წარმატებად მიიჩნევს. „MCC და საქართველოს მთავრობა შესაძლოა ამას ჯილდოდ აღიქვამენ, რადგან მათი მხრიდან შედარება უარეს და არა უკეთეს ქვეყნებთან ხდება“ – აცხადებს ირინა ლაშხი, პროგრამების კოორდინატორი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოდან“ - ორგანიზაციიდან, რომელიც კოალიციას აფინანსებს.

საქართველო შეფასდა როგორც „საშუალოზე დაბალი შემოსავლების“ ქვეყანა და იმ 31 ქვეყნის კატეგორიაში მოხვდა, სადაც შედიან: ანგოლა, ერაყი და შრი-ლანკა. შედეგების ყოველწლიურ ანგარიშში MCC-მ საქართველოს რამდენიმე კრიტერიუმით დაბალი შეფასება მისცა, მათ შორის პოლიტიკური უფლებებისა და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით.

ანალიტიკოსმა კეისი დანინგმა ვაშინგტონის გლობალური განვითარების ცენტრიდან, რომელიც სწავლობს MCC და მის გრანტებს, აღნიშნა, რომ შეფასება ასახავს საქართველოს პოზიციას მისი მსგავსი ქვეყნების ჯგუფთან შედარებით და არა მისი პოლიტიკის წარუმატებლობას.

„საქართველო დღემდე წარმატებული ისტორიაა MCC-სთვის, მაგრამ საბჭომ ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ მეორე გრანტი დამოკიდებულია პირველის წარმატებულ დასრულებაზე“, – განაცხადა დანინგმა ელექტრონული ფოსტით მიცემულ ინტერვიუში.

MCC-ის პირველი გრანტი მთავრობამ სხვა პროექტებთან ერთად გამოიყენა 200 კმ. გზების მშენებლობაზე ქვეყნის სამხრეთ რეგიონში სამცხე-ჯავახეთში, ასევე ქვეყნის სტრატეგიული ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მილსადენის აღსადგენად.

„ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ ისინი პროექტს კარგად ახორციელებენ და ველოდებით იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ ვიმედოვნებთ და რომელსაც საქართველო წინასწარმეტყველებდა“, – განაცხადა MCC-ს წარმომადგენელმა მაკნიკოლასმა.

თუმცა ლაშხი და არასამთავრობო სექტორის სხვა აქტივისტები ამბობენ, რომ მათ დიდი ხანია, კითხვები აქვთ გრანტების გამჭვირვალობასთან და MCC/MCG-ს ვალდებულებასთან დაკავშირებით - საჯარო გახადოს მეორე გრანტი. ლაშხის თქმით, MCC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა უარი თქვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, როცა ის შარშან ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა. MCC–ის წარმომადგენელმა მაკნიკოლასმა EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ იოჰანესი ვიზიტის დროს ადგილზე პროექტების მონიტორინგის პროცესში შეფერხებებს წააწყდა და ვერ შესძლო არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან გამოტოვებული შეხვედრის ხელახლა დანიშვნა.

მაკნიკოლასმაც და MCG-ს ხელმძღვანელმა გიორგი აბდუშელიშვილმაც განაცხადეს, რომ მათი ოფისების მუშაობა გამჭვირვალეა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას მიესალმებიან.

„ჩვენ ძალიან, ძალიან გახსნილები ვართ ყველასთვის“ – თქვა აბდუშელიშვილმა – „ჩვენ ყოველთვის ვიწვევთ მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] საბჭოში… ისინი საბჭოში უნდა იყვნენ. მე ვერ წარმომიდგენია, ამაზე გამჭვირვალე როგორ უნდა ვიყო?!“

საერთაშორისო ანტიკორუფციული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საბჭოს ხელმძღვანელი შეხვდა იოჰანესს მისი თბილისში ვიზიტის დროს. მისი თქმით, იოჰანესი „ამტკიცებდა“, რომ სააგენტოსთვის არასამთავრობოებთან თანამშრომლობა ღირებულია.

„მე დავრწმუნდი, რომ ყოველ შემთხვევაში, MCC ხედავს არასამთავრობოებთან თანამშრომლობის ფასს და ჩვენ არ აღგვიქვავენ როგორც ერთგვარ ტკივილს, რომელსაც უნდა შეეგუო“, – თქვა მარკ მალენმა, რომელიც დიდი ხანია, რაც MCC-ს პროგრამებს აკვირდება – „ჩვენ ვნახავთ, როგორ აისახება ეს „კომპაქტში“.

ფოტო: www.georoad.ge 

წყარო: http://foreignpress.ge/?p=16200 

ახალი ამბები