კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივა კუზანოვმა განმარტა, რომ პაციენტისთვის ფეხის ამპუტაციის მიზეზი მის მიერ ჩატარებული ოპერაცია არ ყოფილა

26 იანვარი, 2011

პლასტიკურ ქირურგს, ივა კუზანოვს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სახელმწიფო ლიცენზია ერთი თვით შეუჩერა. მისი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია ტელევიზიით გავრცელებულ ცნობებს კუზანოვის საქმიანი რეპუტაციის შელახვად აფასებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პაციენტისთვის ფეხის ამპუტირების მიზეზი კუზანოვის მიერ ჩატარებული ოპერაცია გახდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

პლასტიკურმა ქირურგმა ივა კუზანოვმა განმარტებები გააკეთა. როგორც კუზანოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , კომისიამ მხოლოდ ერთი ბრალდება წაუყენა, რასაც თავადაც იზიარებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ პაციენტისთვის ფეხის ამპუტირების მიზეზი მის მიერ ჩატარებული ოპერაცია გახდა.

„პირველი ოპერაციის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ონკოლოგიის ინსტიტუტში, გაკეთებულია გამოკვლევა. ამ გამოკვლევის მიხედვით, ავთვისებიანი სიმსივნე არ არის. შესაბამისად, იმ დროს ჩავთვალე, რომ ეს გამოკვლევა საკმარისი იყო ოპერაციის ჩასატარებლად. გავაკეთე ოპერაცია და რეციდიური სიმსივნე, რომელიც ნერვზე იჯდა, სუფთად ამოიკვეთა. ონკოლოგიის ინსტიტუტში ამ ოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვეს და მიზეზად ნერვის დაზიანების ალბათობა დაასახელეს, რომელიც ბავშვს ფეხს დააკარგვინებდა“, - განაცხადა კუზანოვმა.

კუზანოვის თქმით, ეს მათი კომპეტენცია იყო. როგორც პლასტიკურმა ქირურგმა აღნიშნა, ოპერაციის შემდგომ მასალა მორფოლოგიურ გამოკვლევაზე გაგზავნეს, საიდანაც მოვიდა პასუხი სიმსივნის შუალედურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„მშობლებმა ყველაფერი იცოდნენ და გაფრთხილებული იყვნენ, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ამპუტაციით დასრულებულიყო. ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ ნერვი აღდგა და ბავშვსაც მოძრაობა შეეძლო. ერთი წლის შემდეგ რეციდივი ისევ განვითარდა, რაც ამპუტაციის მიზეზი გახდა“, - აღნიშნა კუზანოვმა.

პლასტიკურმა ქირურგმა საკუთარი შეცდომაც დაასახელა. „შეცდომა დავუშვი, რომ დავეყრდენი იმ გამოკვლევას, რომელიც ონკოლოგიის ინსტიტუტში გაკეთდა და უშუალოდ ოპერაციის წინ არ ჩავატარე მორფოლოგიური ბიოფსია. რაკი ასეთი შეცდომა დავუშვი, ლიცენზიის შეჩერების სამართლიანობასაც უნდა დავეთანხმო“, - განაცხადა კუზანოვმა და დასძინა, რომ დღესაც არ ესმის, რატომ უნდა ჩაეტარებინა მსგავსი გამოკვლევა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები