კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თინათინ ხიდაშელი სამარშრუტო ტაქსებისთვის გამოცხადებული ტენდერის მეტ საჯაროობას ითხოვს

27 იანვარი, 2011
თბილისის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი თბილისში სამარშრუტო ტაქსებისთვის გამოცხადებული ტენდერის მეტ საჯაროობას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით თინა ხიდაშელმა დღეს საკრებულოში პრესკონფერენცია გამართა.

საკრებულოს წევრის თქმით, დაპირების მიუხედავად, ტენდერის შესახებ საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული არ არის. ხიდაშელის აზრით, არსებობს მაღალი საფრთხე, რომ თბილისის სატრანსპორტო სფეროში ერთპიროვნული მონოპოლისტი გაჩნდეს; გარდა ამისა, ამ სფეროდან მცირე მეწარმეები საერთოდ განიდევნონ და ასეულობით ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩეს.

თინა ხიდაშელმა გამოთქვა ეჭვი, რომ გამოცხადებული ტენდერი თბილისის მერის და მასთან დაახოლებული პირების ფინანსურ ინტერესებს ემსახურება.

საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მერიის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერის 5 ლოტზე 8 კომპანიის განაცხადია შესული, მათ შორის, კომპანია „თბილ ლაინსს“ ორ ლოტზე აქვს განაცხადი. ამასთან, კომპანიების დოკუმენტაცია ბევრ ეჭვს აჩენს, რის შესახებაც საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ქონდეს. მაგალითისათვის ხიდაშელმა განიხილა სამი კომპანიის დოკუმენტაცია. კერძოდ, „ფაბლიქ ქარის“, „თბილ ქარისა“ და „თბილ ლაინის“.

თინა ხიდაშელის თქმით, სამივე კომპანია დაფუძნებულია სპეციალურად ამ კონკურსისთვის, მათ შორის ორი ერთსა და იმავე დროს - 17 დეკემბერს. ამ ორ კომპანიას საჯარო რეესტრის მოსაკრებელი გადახდილი აქვს 5 წუთის სხვაობით. ასევე, 5 წუთის სხვაობით აქვთ განცხადებები წარდგენილი საჯარო რეესტრში.

სამივე კომპანიის წესდება სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ერთმანეთს. შეცვლილია მხოლოდ ხელმომწერის გვარი და სახელი. ასევე, სამივე კომპანიის დოკუმენტები დამოწმებულია ერთი და იმავე ნოტარიუსის, ვინმე ნ. გინტურის მიერ. სამივე კომპანიას თითო-თითო დამფუძნებელი და, შესაბამისად, პარტიონი ყავთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს კომპანიის საკითხებზე ერთპიროვნულად იღებენ.

სამივე კომპანიის კაპიტალი 100 ლარს შეადგენს და არავითარი მინიშნებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ კიდევ რაიმე ქონებას ფლობენ. სამივე კომპანიის საბუთებში დევს დოკუმენტი, რომლის შესაბამისადაც თბილისში, სანაპიროს ქ.#3-შ მდებარე რესტორანი „ძველი სახლი“ კომპანიებს საოფისე ფართის გამოყოფაზე თანხმობას აძლევს. მოგვიანებით, ერთ შემთხვევაში ეს დოკუმენტი შეცვლილია და კომპანიისთვის „ფაბლიქ ქარ“ ფართის გამოყოფაზე უკვე სხვა რესტორნის - „ქალაქურის“ დირექტორის ხელმოწერილი დოკუმენტი ჩნდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები