კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ექსპერტებს პოლიციის დეპოლიტიზაციის შესახებ პროექტი გააცნეს

27 იანვარი, 2011
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ექსპერტებს პოლიციის დეპოლიტიზაციის პროექტი - „დაცული მოქალაქე - დაცული პოლიციელი“ გააცნეს.

პროექტი ეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის სისტემის სტრუქტურას, ასევე პოლიციის ეთიკის კოდექსსა და საპატრულო პოლიციელის ქცევის ინსტრუქციას.

როგორც ჟურნალისტებს პროექტის ავტორმა, ლევან იზორია განუცხადა, პოლიციის დეპოლიტიზაციის მიზნით, უნდა მოხდეს შსს-ს რეორგანიზაცია, რათა ჩამოყალიბდეს სამი დეპარტამენტი: პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ორ მნიშვნელოვან ქვესტრუქტურას - საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას მოიცავს, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი და სამაშველო დეპარტამენტი.

მისივე თქმით, შსს-ს უნდა აეკრძალოს ოპერატიულ დონეზე პოლიციის საქმიანობაში უშუალო ჩარევა. შსს-ს სისტემას უნდა გამოეყოს უშიშროების სამსახურები და ისინი დამოუკიდებელი დეპარტამენტის სახით უნდა ჩამოყალიბდეს.

იზორია მიიჩნევს, რომ პოლიციისა და უშიშროების სამსახურები დღეს არ არიან მმართველი გუნდისგან სათანადოდ დამოუკიდებელნი, რადგან ხელისუფლება მათზე პოლიტიკურ ზემოქმედებას ახორციელებს, ამიტომ, შეუძლებელია მოქალაქისა და თავად პოლიციელის დაცულობის უზრუნველყოფა.

პროექტის მნიშვნელობაზე დღევანდელ შეხვედრაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალსანიამაც ისაუბრა. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური გარემო სამი სტრატეგიული მიმართულებით შეიცვალოს, ესენია – საარჩევნო რეფორმა, თავისუფალი მედია და პოლიციის დეპოლიტიზაცია.

„პროექტის მიზანია, პოლიცია დაცული იყოს პოლიტიკური დიქტატისგან, რაშიც იმყოფება და იგი ითვალისწინებს დეპოლიტიზაციის სწორედ ისეთ ფორმას, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მისაღები დღევანდელი სამართლადამცავი სისტემისთვის“, - აღნიშნა მან.

„თავისუფალი დემოკრატები“ მზად არიან აღნიშნული პროექტი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილონ, რათა პროექტმა საბოლოოდ საპარლამენტო ინიციატივის სახე მიიღოს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პოლიციის შესახებ ამჟამად მოქმედი კანონი, რომელიც 1993 წელს არის მიღებული, საბჭოთა მილიციის კანონის გადმონაშთია.

პოლიციის დეპოლიტიზაციის პროექტს „თავისუფალი დემოკრატები“ ორშაბათს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები