კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პიტერ სემნები: „კოდორის ხეობაში დევნილების დაბრუნებისთვის საჭირო პირობები უნდა შეიქმნას“

28 იანვარი, 2011
კოდორის ხეობაში დევნილების დაბრუნებისთვის საჭირო პირობები უნდა შეიქმნას. როგორც სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ სოხუმის რეჟიმის ე.წ. პრემიერ სერგეი შამბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სემნების განცხადებით, კოდორის ხეობაში დაცლილი სახლები ორიოდე წლის შემდეგ შესაძლოა, საცხოვრებლად უვარგისი გახდეს.

„იქ უნდა შეიქმნას პირობები, რომ ხალხმა დაბრუნება შეძლოს“, - განაცხადა სემნებიმ. აფხაზი ჟურნალისტების კითხვაზე, ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილი 1992-1993 წლების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და რომელ დევნილებზეა საუბარი, სემნებიმ უპასუხა, რომ უნდა განისაზღვროს, რა არის დანაშაული და რა – არა.

„რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადამიანი ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, დანაშაული არ არის“, - განაცხადა სემნებიმ.

თავის მხრივ, შამბამ განაცხადა, რომ დევნილების თემა „შიდა პრობლემაა“.
„ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ იმ ადამიანების ადაპტირება მოხდეს, რომლებიც დაბრუნდნენ აფხაზეთში და ჩვენს კანონებს იცავენ“, - განაცხადა შამბამ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები