აფხაზეთში უშიშროების დე-ფაქტო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქე რაულ ქიშმარია სატიკად სცემეს
28.01.2011
აფხაზეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ბოსტნეულის შეტანის გამო მოქალაქე რაულ ქიშმარია სატიკად სცემეს. ამის შესახებ სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება.
ინციდენტი 22 იანვარს მოხდა. რაულ ქიშმარია, რომელსაც ბოსტნეული სატვირთო ავოტომობილით გადაჰქონდა, გულრიფშის რაიონის სოფელ კაშტაკთან აფხაზეთის უშიშროების დე-ფაქტო სამსახურის თანამშრომლებმა გააჩერეს. მათი მტკიცებით, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ბოსტნეული „საქართველოდან კონტრაბანდულად იყო შეტანილი“.
სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების დროს უშიშროების დე-ფაქტო სამსახურის თანამშრომლებმა ქიშმარია სასტიკად სცემეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების“ მუხლით აღძრა.
დაშავებულის ახლობლებმა დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით 26 იანვარს სოხუმში, თავისუფლების მოედანზე აქცია გამართეს. მათთან დე-ფაქტო შს მინისტრი, ლეონიდ ძიაპშიპა გამოცხადდა და აცნობა, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება. დამნაშავეთა კანონით სრული სიმკაცრით დასჯა აფხაზ ძალოვანებს დე-ფაქტო პრეზიდენტმა, სერგიე ბაღაფშმა დაავალა.

ინტერპრესნიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას