კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილ მოქანდაკეს 35 ლარის ფიცრების ქურდობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

31 იანვარი, 2011

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ლიახვის ხეობიდან დევნილ მოქანდაკეს, 64 წლის ვალერიან ჭილაშვილს 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჭილაშვილი მცხეთის პროკურატურამ 2010 წლის ოქტომბერში ქურდობისთვის დააკავა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დევნილს სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულმა გირაო ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა.

როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულს არ წარმოადგენს ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„დევნილი ჭილაშვილის ბრალდების საქმეზე კანონმდებლობის ეს ნორმა არ იქნა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების მიზნით, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა 2010 წლის 8 ოქტომბერს გამოსცა #181-ე ბრძანება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ, რომლის თანახმადაც, თუ დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანი მცირე მნიშვნელობისაა, პირის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა განხორციელდეს“, - აცხადებენ იურისტები.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზიანის ოდენობა - 35 ლარი არ არის ზუსტად დადგენილი, ვინაიდან ზემოაღნიშნულ ფიცრებს არ ჩატარებია სასაქონლო ექსპერტიზა. შესაბამისად, ისიც არ არის დადასტურებული, რომ მათი ღირებულება ნამდვილად 35 ლარი იყო და არა ნაკლები.

„ახალგაზრდა იურისტები“ მიიჩნევენ, რომ ვალერიან ჭილაშვილის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას და საერთო სასამართლოებს ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა, პრაქტიკაში დაენერგათ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კანონმდებლობის პრინციპები. ამ ინოვაციური პრინცპიების დანეგვით მსგავსი საქმეების მიმართ ახლებური და ლიბერალური მიდგომები გაჩნდებოდა.

„სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ საქმეში იკვეთება, როგორც სხვადასხვა პროცედურულ დარღვევები, ასევე მეტისმეტად მკაცრი და შეუწყნარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკა“, - აცხადებენ ასოციაციაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები