კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია პარლამენტს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდოს სამ კანონპროექტს

1 თებერვალი, 2011
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყების წინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)პარლამენტს მიმართავს, დააზუსტოს და ყურადღებით მოეკიდოს სამ კანონპროექტს: „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონსა“ და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში“ დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტებს, აგრეთვე - „თავისუფლების ქარტიას“.

როგორც პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საია იმედს გამოთქვამს, რომ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილებები და დამატებები უზრუნველყოფს მაუწყებელთა მფლობელებისა და მათი ფინანსური მდგომარეობის რეალურ გამჭვირვალობას.

საია კატეგორიულად ეწინააღმდეგება „თავისუფლების ქარტიის“ არსებული რედაქციის კანონად ქცევას. ჩუგოშვილის თქმით, „თავისუფლების ქარტიის“ ზოგიერთი ნორმიდან საერთოდ შეუძლებელია აზრის გამოტანა და ავტორის ჩანაფიქრის გარკვევა. კანონპროექტის შინაარსობრივი და გრამატიკული გაუმართაობა ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს. იგი მიზნად ისახავს ურთიერთობათა ფართო სფეროს რეგულირებას, თუმცა ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან მოწესრიგებას და დასახული მიზნების განხორციელებას.

რაც შეეხება მესამე კანონპროექტს, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებებს ითვალისწინებს, საია-ს შეფასებით, აღნიშნული გულისხმობს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ გამოცემულ ნაბეჭდ პროდუქციაზე წარწერის განთავსების იძულებას. კერძოდ, პროდუქციაზე უნდა ეწეროს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. საია-ს შეფასებით, ამ ცვლილების მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს და ის არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები