კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილთა სამინისტრო „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას ცალმხრივს უწოდებს

1 თებერვალი, 2011
ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა განსახლებაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეიშენალის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას ცალმხრივს უწოდებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლითაც სამინისტრო საეთაშორისო ორგანიზაციის მიერ დევნილთა განსახლების პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო მიესალმება „ამნესტი ინთერნეიშენალის“ დაინტერესებას დევნილთა განსახლების პროცესის მიმართ. თუმცა, ამასთანავე გამოთქვამს წუხილს, რომ მათ მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადება არის ცალმხრივი, სუბიექტური და არასამართლიანი.

„როგორც მათი განცხადებიდან ჩანს, ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეიშენალს“ არ გააჩნია სრული ინფორმაცია ამ კონკრეტული განსახლების პროცესთან დაკავშირებით. პროცესის დაწყებისთანავე სამინისტრო ელოდა (სატელეფონო შეთანხმებისამებრ) შეკითხვებს ელექტრონული ფოსტით ორგანიზაციის წარმომადგენლისგან დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. თუმცა, კითხვები არ მოსულა და განცხადება სამინისტროს პოზიციების გათვალისწინების გარეშე გამოქვეყნდა. ეს ფაქტი მით უფრო სამწუხაროა, რამდენადაც ორგანიზაციასთან ჩვენ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა გვაკავშირებს და სამინისტროს არაერთხელ მიუწოდებია დეტალური ინფორმაცია მიმდინარე ან მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროში იმედს იტოვებენ, რომ მსგავსი სამწუხარო ფაქტი აღარ განმეორდება და ორგანიზაცია გააგრძელებს ჩვეულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სამინისტროსთან.

„ჩვენ კვლავ ველოდებით „ამნესტი ინთერნეიშენალის“ შეკითხვებს და დარწმუნებულები ვართ, ინფორმაციის მიწოდების შედეგად მათ შეექმნებათ რეალური წარმოდგენა მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც აისახება მათ ანგარიშებსა და განცხადებებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები