კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყიბულის მაღაროებში სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო

2 თებერვალი, 2011
ტყიბულის ქვანახშირის მაღაროებში დღეს, დილის 06.00 საათიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო.

მაღაროელები ითხოვენ შპს „საქნახშირის“ თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას; „საქნახშირის“ თანამშრომლეთა ხელფასების ინდექსაციას ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად; მაღაროში 2010–2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას; „საქნახშირში“ დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სხვა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა მაღაროელების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მაღაროელებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა ორშაბათს გამართეს. ისინი 27 იანვარს მაღაროელთა კრებაზე მიღებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. მათ მოთხოვნები საწარმოს ადმინისტრაციას წაუყენეს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს, გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ სხვა დარგების პროფესიული კავშირები. ტყიბულში მიემგზავრებიან საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები