კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სერგეი ბაღაფში: „საქართველო 13 მლრდ დოლარს როცა გადაგვიხდის, კომპენსაციას მაშინ მიიღებთ, ჩემო ძვირფასებო!“

2 თებერვალი, 2011

„იმ პირთა უმრავლესობა, ვინც აფხაზეთში უძრავი ქონების დაბრუნებას ითხოვს, რესპუბლიკაში დაბრუნებას არ აპირებს“. სააგენტო „როსბალტის“ ცნობით, ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელმა სერგეი ბაღაფშმა გაზეთ „მასკოვსკიე ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აფხაზეთში რუსებისთვის საცხოვრებლის ჩამორთმევასთან დაკავშირებით საუბრისას, ბაღაფშმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენის საკითხზე მომუშავე რუსულ-აფხაზურმა კომისიამ 46 საქმე განიხილა, რომელთაგან ექვსის პრეტენზია დასაბუთებულად მიიჩნია.

„ღიად რომ ვთქვათ, ვინც დღეს ქონებაზე პრეტენზიას გამოთქვამს, 90 % აფხაზეთში დაბრუნებას არ აპირებს. მათ სურთ, საცხოვრებელი მიიღონ და შემდეგ კარგ ფასად გაყიდონ“, – განაცხადა ბაღაფშმა.

მისივე თქმით, საქართველოს მცხოვრებლებს შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან აფხაზეთში საკუთრების დაბრუნებაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება 13 მილიარდი დოლარის კომპენსაციას გადაუხდის აფხაზეთს იმ ზარალისთვის, რომელიც 1992-93 წლებში აფხაზეთს მიადგა.

„მე ვიყავი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ქართველების მხრიდან უამრავი თხოვნაა აფხაზეთში ბინების დაბრუნებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, ვითომ ისინი არიან რუსეთის მოქალაქეები და აქვთ პასპორტი. რით განსხვავდებიან ისინი რუსებისგან, რომლებსაც აფხაზეთის ხელისუფლება უბრუნებს საკუთარ ბინებს?!“ – განაცხადა სეპარატისტების ლიდერმა.

მისივე თქმით, ქართველების ამ პრეტენზიაზე პასუხი მარტივია: „საქართველომ ჩვენ ომის დროს ზიანი მოგვაყენა. ჯერ კიდევ 1996 წელს ჩვენ ჩვენი ფასი განვაცხადეთ – 13 მილიარდი დოლარი. აი, როდესაც საქართველო ამ თანხას გადაგვიხდის, ჩემო ძვირფასებო, მაშინ ვიქნებით მზად კომპენსაციისთვის!“ – განაცხადა ბაღაფშმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები