კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახლების“ მტკიცებით, სააკაშვილი 200-მილიონიან „ბოინგს“ ყიდულობს

3 თებერვალი, 2011
„სააკაშვილი დაახლოებით 200 მილიონ დოლარად ღირებულ „ბოინგ 787“-ს ყიდულობს. ქარხანას შეკვეთა ექვსი თვის წინ მისცეს“, - ამ ინფორმაციას საკუთარ უცხოურ წყაროზე დაყრდნობით „ახალი მემარჯვენეები“ ავრცელებენ. პარტიის თავმჯდომარის, დავით გამყრელიძის თქმით, მათ ეს ყველაფერი თავად „ბოინგის“ ქარხნიდან გაიგეს. „ახლები“ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი აზრით, პრეზიდენტმა ასეთი მძიმე ინფლაციის პირობებში მსგავსი შეკვეთა უნდა გააუქმოს“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით: „სააკაშვილი 200-მილიონიან „ბოინგს“ ყიდულობს - აცხადებენ „ახლები“.

„ამ საკითხზე ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ვერც პრესსამსახურიდან პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძემ „რეზონანსს“ უთხრა, პრესასთან ურთიერთობა მას არ ეკუთვნის და ადმინისტრაციაში, სააკაშვილის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძესთან გადაგვამისამართა. ამ უკანასკნელმა კითხვის მოსმენის შემდეგ გვითხრა, რომ მოგვიანებით გადაგვერეკა, თუმცა ამის შემდეგ ტელეფონი არავინ აიღო. კომენტარი ვერც ესემესით გაგზავნილ შეკითხვაზე მივიღეთ. „ახლები“ კი დაჟინებით ამტკცებენ, რომ ეს ინფორმაცია მათ გადაამოწმეს კონკრეტულ კომპანიასთან, რომელიც ამ მარკისა და მოდელის თვითმფრინავების რეალიზაციას ეწევა და დადასტურდა, რომ მსგავსი შეკვეთა უკვე არსებობს“, - აღიშნავს გამოცემა.

„ცნობისათვის, „ბოინგ 787-8“-ის ღირებულება 185,2 მილიონი ამერიკული დოლარია, ხოლო „ბოინგ 787-9“-ისა - 218,1 მილიონი დოლარი. 2011 წლისთვის შეკვეთები წინასწარ მიღებულია და გამოქვეყნებულია შემკვეთი სახელმწიფოებისა და ავიაკომპანიების სია. მათ შორის ოფიციალურად საქართველოს სახელი არსად ფიქსირდება, თუმცა ჩამონათვალში დამატებით არის კიდევ 18 დახურული შეკვეთა, რომელიც ავტორის ვინაობა დაფარულია“, - წერს სტატიის ავტორი.

„კომერციული შეთანხმებაა და „ბოინგის“ ქარხნიდან თქვენ შემკვეთის ვინაობას ვერ გაიგებთ. ყველასთვის ხელმისაწვდომი ეს არ არის. უბრალოდ, მე თავად ქარხნიდან, ჩემი უცხოელი წყაროდან მაქვს ინფორმაცია. დამკვეთი ნებისმიერ შეთხვევაში მთავრობა იქნება, მაგრამ სანამ თვითმრფინავი არ გამოჩნდება, ამ დოკუმენტს ვერ მოვიპოვებთ... შეკვეთა გუშინ ან გუშინწინ არ განხორციელებულა. დაახლოებით ექვსი თვის წინ მოხდა. ბე გადახდილია და თვითმფრინავი უკვე მზადდება“, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში დავით გამყრელიძე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები