კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება

3 თებერვალი, 2011
სოფელ ერგნეთში ხვალ ცხინვალის რეგიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა.

ჩიგოევის თქმით, ხვალინდელ შეხვედრაზე ოსური მხარე რუსი მშენებლის – ხურატოვის საკითხს დასვამს, რომელიც მათი მტკიცებით, 14 იანვარს ქართულმა მხარემ დააკავა.

ოსური მხარე დღის წესრიგში ასევე აპირებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხის ჩართვას.

ჩიგოევის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ხშირად არა აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო მოთხოვნაზე - მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ქართული მხარე არ რეაგირებს.

ხვალინდელ შეხვედრაზე ოსური მხარე ასევე დასვამს სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების მოძიებისა და ახალგორის რაიონის გაზით მომარაგების საკითხებს.

ქართულ მხარეს ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.

ცხინვალის რეგიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წინა შეხვედრა 2010 წლის 10 დეკემბერს გაიმართა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები