კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასწარი შემოწმება საქართველოს საქმეზე - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტი დაასრულა

7 თებერვალი, 2011

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის დელეგაციამ ორდღიანი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში 4 თებერვალს დაასრულა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის უმაღლეს პირებს შეხვდა.

2-4 თებერვლის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო წინა ვიზიტის შედეგების განხილვა და რუსეთის ხელისუფლებისგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვება იმ დანაშაულების შიდასახელმწიფოებრივი გამოძიებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა 2008 წლის აგვისტოში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოში - სამხრეთ ოსეთში. სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება იმ შესაბამის დანაშაულებზე, რომლებიც, მტკიცების თანახმად, ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის ნებისმიერი მხარის მიერ, მათ შორისაა: მოქალაქეთა იძულებითი გადაადგილება, დაცულ პირებზე თავდასხმის განხორციელება და სამოქალაქო საგნების ფართომასშტაბიანი განადგურება.

დელეგაცია შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლეს წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორატურის წარმომადგენლებს და მიიღო დაწვრილებითი ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

„მისასალმებელია რუსეთის ხელისუფლების მიერ გაწეული თანამშრომლობა და მზადყოფნა, გაგვიზიარონ წინასწარი დასკვნები“, - განაცხადა პროკურორმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ საჯარო გახადა წინასწარი შემოწმების შედეგები 2008 წლის აგვისტოში. საქართველო რომის სტატუტის მხარეა 2003 წლის 5 სექტემბრიდან. რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებამ საფუძვლიანი ინფორმაცია წარმოადგინა შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ გამოძიებებზე. პროკურატურამ წინა ვიზიტი რუსეთში 2010 წლის მარტში განახორციელა, საქართველოში კი - 2010 წლის ივნისში.

სხვა ქვეყნები, სადაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა წინასწარ შემოწმებას ახორციელებს, არის: ავღანეთი, კოლუმბია, კოტ დ’ივუარი, გვინეა, ჰონდურასი, ნიგერია, კორეის რესპუბლიკა და პალესტინა. პროკურატურა გამოძიებას ახორციელებს ხუთ ქვეყანაში: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩრდილოეთ უგანდა, სუდანის დარფუს რეგიონი, აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა და კენია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის დამოუკიდებელი, მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც იძიებს და განსჯის საერთაშორისო ხასიათის ყველაზე სერიოზულ დანაშაულებში, კონკრეტულად - გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებსა და ომის დანაშაულებში ბრალდებულ პირებს, როცა ეროვნულ ხელისუფლებას არ სურს ან არ შეუძლია ამის სრულყოფილად გაკეთება.

წყარო: ICC-OTP-20110204-PR625

ახალი ამბები