ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მოზარდებმა დაარბიეს
08.02.2011
გელა მთივლიშვილი, კახეთი
2008 - 2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს საქართველოში რელიგიური თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობის ფაქტები შემცირდა. თუმცა, ერთეული შემთხვევები ისევ ხდება. 28 იანვარს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დაარბიეს. ეკლესიის ხელმძღვანელის, მარიკა ცხადაძის განცხადებით, პოლიციამ მოკვლევის შედეგად დანაშაულში ეჭვმიტანილები გამოავლინა. ისინი ამავე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ.
„ფანჯარაა გატეხილი და შენობაში იქიდან არიან გადმოსულები. შემთხვევა დღისით მოხდა. დარბევის შესახებ პოლიციას ვაცნობეთ. მათ საქმე გამოიძიეს და გამოვლინდა, რომ ეკლესია ბავშვებმა დაარბიეს. პოლიციის თანამშრომლებმა ეს ბავშვები მშობლებთან ერთად სამმართველოში დაიბარეს. ბავშვებმა ბოდიში მომიხადეს, მაგრამ არ თქვეს, ეკლესია რატომ დაარბიეს. ჩვენ მათ წინააღმდეგ საქმის გაგრძელებას არ ვაპირებთ. ამ შემთხვევაზეც არ ვაცნობებდით პოლიციას, მაგრამ ზედიზედ უკვე ორი ფაქტი მოხდა და სამართალდამცავებს ამიტომ მივმართეთ“, - აღნიშნა მარიკა ცხადაძემ.
მისივე თქმით, ახალსოფელში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია 2010 წლის 19 ნოემბერსაც დაარბიეს. თუმცა, ეკლესიის წარმომადგენლებს მაშინ პოლიციისთვის არ მიუმართავთ. ორივე შემთხვევაში ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთები, ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლიდან კი საბავშვო სათამაშოები და საკანცელარიო მასალები წაიღეს. ხოლო რაც დატოვეს, დააზიანეს.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში 2002 წლიდან საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბეთელის“ შენობაშია განთავსებული. მანამდე, 1993 წლიდან, ეკლესიას საკუთარი შენობა ჰქონდა, რომელსაც გამოძიებით დღემდე დაუდგენელმა პირებმა, 2002 წელს ცეცხლი წაუკიდეს და გადაწვეს.
ახალსოფლის ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში სულ 15 ადამიანი ლოცულობს. ლოცვა შაბათობით იმართება. ეკლესიას მოხალისე ახალგაზრდებიც ჰყავს, რომლებიც მარტოხელა მოხუცებს პატრონობენ, მათ მოსავლელად სახლებში დადიან. ზაფხულობით ეკლესიაში ბანაკების საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით დღის ბანაკი ფუნქციონირებს. ცხადაძის თქმით, ბანაკში ტარდება ბიბლიური გაკვეთილები, იმართება დისკუსიები ბიბლიურ თემებზე. ასევე, მონაწილეები სწავლობენ ხელსაქმეს, სიმღერას, ტარდება სპორტული შეჯიბრებები და სხვა ღონისძიებები. ბანაკში ძირითადად ახალსოფელში და მეზობელ სოფლებში მცხოვრები ბავშვები მონაწილეობენ.
მარიკა ცხადაძე ამბობს, რომ ადგილობრივები ადრე უფრო ნეგატიურად იყვნენ განწყობილები. ბოლო პერიოდში კი რელიგიური უმცირესობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა: „აგრესიულები არ არიან და არც ხელს გვიშლიან, თუ ამ დარბევებს არ ჩავთვლით“.
„შესაძლოა, გაჩნდა შიში, რომ ასეთი ქმედებისთვის ადამიანი დაისჯება, რადგან იყო დასჯის რამდენიმე მსგავსი პრეცედენტი. ალბათ, ამის გამო არ ამჟღავნებენ ამ ძალადობას. თუმცა, არ მგონია, რომ სიძულვილმა და შეუწყნარებლობის განწყობამ იკლო საზოგადოებაში. უბრალოდ, მგონია, რომ ზრდასრულებს ეშინიათ პასუხისმგებლობისა და მოზარდებს აქეზებენ, რადგან იციან, რომ ბავშვებს არავინ დასჯის“, - აღნიშნა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ექსპერტმა რელიგიის საკითხებში ბექა მინდიაშვილმა.
2005 წელს მსგავსი შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეშიც. სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელში, ბაპტისტების მშენებარე სამლოცველო სახლი დაანგრიეს. ამ პროცესს მაშინ სკოლის პედაგოგები ხელმძღვანელობდნენ.
გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი: „რელიგიის თავისუფლების შელახვასთან დაკავშირებული საქმეების უმრავლესობა სამართალდამცავების მიერ არის შეწყვეტილი ან ძიება მეტისმეტად გაჭიანურებულია. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მას შემდეგ, რაც 2004 წლის მარტში, საპატრიარქოდან განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი დააკავეს, 2005 წლის პირველ ნახევრამდე, სახალხო დამცველის სახელზე არ შემოსულა არც ერთი განცხადება. 2005 წლის მეორე ნახევარში განცხადებათა რაოდენობამ 12 შეადგინა. 2006 წლის პირველ ნახევარში შემოსული იყო ასევე 12 განცხადება. 2006 წლის მეორე ნახევარში - 8, 2007 წლის პირველ ნახევარში - 11, მეორე ნახევარში - 13, 2008 წლის პირველ ნახევარში - 2, ხოლო მეორე ნახევარში - 8. ამ წლებში შემოსული განცხადებების რაოდენობა მიუთითებს, რომ 2005 წლიდან 2008 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით, სტაბილურობის შენარჩუნება ხერხდებოდა. 2008-2009 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს 2005-2007 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ სამართალდამცავების მხრიდან რეაგირების ხარისხმა მკვეთრი რეგრესი განიცადა, რაც შეიძლება, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მივიჩნიოთ“.
სახელი: Jazlynn
2011-10-07 05:34
Well I guess I don't have to spend the wkeened figuring this one out!
სახელი: Leatrice
2011-07-15 14:11
Holy cnoisce data batman. Lol!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

