კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭიაურის ტყე შეიძლება ისევ დაიტბოროს

8 თებერვალი, 2011
ჭიაურის ტყე, რომლის აღსადგენადაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობის მიერ გამოყოფილი მილიონობით ლარი იხარჯება, შეიძლება ისევ დაიტბოროს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჭიაურის ტყის გაშენების პროექტის კოორდინატორმა ზაზა შავლიაშვილმა განუცხადა, მდინარე კაბალის კალაპოტი გასაწმენდია და ნალექების მოსვლის შემთხვევაში ტყის დატბორვის საშიშროებას ქმნის.

„მდინარე კაბალის კალაპოტი 4 კილომეტრამდეა გასაწმენდი. მდინარე არა მარტო ტყეს, მოსახლეობასაც საფრთხეს უქმნის, ადგილობრივებს სახნავ - სათესი ფართობები დაეტბორებათ. ეს რაიონის პრობლემაა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, რადგან დონორი ორგანიზაციები მხოლოდ ტყის აღდგენაზე მუშობენ“, - აღნიშნა ზაზა შავლიაშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ლოლაძის განცხადებით, მდინარე კაბალი მოსახლეობას საშიშროებას არ უქმნის. „ჭიაურის ტყე გარემოს დაცვის სამინისტროს ეკუთვნის და ჩვენ არაფერი ვიცით, ტყეს დატბორვა ისევ ემუქრება თუ არა. რაც შეეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მდინარე კაბალი ჩვეულებრივი დინებით მოდის და მოსახლეობას საშიშროებას არ უქმნის“, - აღნიშნა გამგებელმა. მისივე თქმით, მდინარე კაბალის კალაპოტის გაწმენდაზე 3 865 687 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ მდინარე კაბალის კალაპოტი ქვა-ღორღით და ჩახერგილი ხეებისგან ამოვსებული იყო დაახლოებით 15891,80 გრძივ მეტრზე, რამაც ჭიაურის ტყის დატბორვა გამოიწვია. 1996 წლიდან 2006 წლამდე ტყე დატბორილი იყო, რის შედეგადაც უნიკალური ჯიშის ჭალის მუხა და სხვა ხეები გახმა. ამასთან, ტყიდან გადაშენდა წითელ წიგნში შესული ნადირ-ფრინველი. ტყის აღდგენის პროცესი WWF ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2009 წლიდან დაიწყო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები