კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის საქალაქო სასამართლო humanrights.ge-ს სტატიას ეხმაურება

8 თებერვალი, 2011
თბილისის საქალაქო სასამართლომ  ადამიანის უფლებათა ცენტრს დიღმის ტყეპარკის სტატუსის შეცვლის თაობაზე 31 იანვარს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე განმარტება გამოუგზავნა. 

შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე მხარე - ანა გაბრიაძე და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ ასაჩივრებდა ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დიღმის ტყეპარკის ნაწილს სარეკრეაციო ზონის  სტატუსი შეეცვალა  და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონად იქცა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.  ამ სასამართლო პროცესის შესახებ, humanrights.ge-მ სტატია გამოაქვეყნა (   http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=12884&lang=geo  ). საქალაქო სასამართლოს წერილიც სწორედ ამ სტატიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხება:

„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმაურება საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრეცლებულ ინფორმაციას დიღმის ტყე-პარკის ერთი ნაწილის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

2011 წლის 31 იანვარს სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანა გაბრიაძისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის სარჩელი თბილისის საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის #10-24 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

ამ გადაწყვეტილებით, დიღმის ტყე-პარკის ნაწილს შეეცვალა სტატუსი „სარეკრეაციო ზონა 1“  „საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2“-ად. სასამართლო გადაწყვეტილება ემყარება იმას, რომ მითითებული ცვლილება განხორციელდა სხვადასხვა პირების საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით. დიღმის ტყე-პარკის სტატუსშეცვლილ ნაწილზე ფაქტობრივად განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომლებიც, დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიასთან ერთად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია კერძო საკუთრებად. ამასთან, ამა თუ იმ ტერიტორიის სტატუსის ცვლილება არ გულისხმობს ამ ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის ავტომატურ და უკონტროლო განადგურებას“.

humanrights.ge

ახალი ამბები