კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მერკელის დახმარების იმედი აქვს

9 თებერვალი, 2011

ინგრიდ მიულერი, Der Tagesspiegel

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილება სურს. მას კანცლერის კარგი კონტაქტების იმედი აქვს იმ ქვეყანასთან, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მერკელმა რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობა უნდა შექმნას.

ამ კაცს ერთ ადგილზე მშვიდად ჯდომა არ შეუძლია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სასტუმრო ბავარიაში შეუჩერებლად ქანაობს წითელი ხავერდით გაწყობილ სავარძელში. თბილისიდან ჩამოსული სტუმარი შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. იგი გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს უნდა შეხვდეს.

სააკაშვილს ამ შეხვედრაზე სერიოზული გათვლა აქვს, რადგან იმედოვნებს, რომ კანცლერი მას ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების ტემპის დაჩქარებაში დაეხმარება, როგორც ეს Tagesspiegel-თან საუბრისას განაცხადა. თუმცა პირველ რიგში, კანცლერს რუსეთთან ახალი დიალოგის დაწყებაში დახმარება შეუძლია.

საქართველო თავიდან აიცილებდა ნებისმიერ კონფრონტაციას, მაგრამ რეგიონში სხვა ძალებიც არსებობენ. „ნებისმიერი კონტაქტი სჯობს კონფრონტაციას“, – სააკაშვილი 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ-ოსეთის ირგვლივ თბილისს და მოსკოვს შორის არსებულ სიტუაციას აღწერს. მოსკოვი ისე იქცევა, თითქოს საერთოდ არ არსებობს საქართველოს მთავრობა.

„ჩვეულებრივ რუსები მე გამირბიან“, – ამბობს იგი – „გერმანიამ უნდა გამოიყენოს თავისი კონტაქტები და უთხრას რუსეთს, რომ უარი თქვას კონფრონტაციაზე, საზღვრებთან შეწყვიტოს შეიარაღების  კონცენტრაცია და გააჩინოს დიალოგის შესაძლებლობა“.

საქართველოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები სურს იმ ფონზეც კი, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. არ არის აუცილებელი პირველი კონტაქტი შედგეს პრეზიდენტ მედვედევთან ან პრემიერ-მინისტრ პუტინთან. ამ შემთხვევაში რანგს მნიშვნელობა არა აქვს. თუკი გერმანია წარმართავდა ასეთ დიალოგს, საქართველო „ძალიან მოხარული“ იქნებოდა. ის ამ საქმეში დასავლეთის დაინტერესებაზეც საუბრობს: მისი ქვეყანა „რეგიონში წამყვანი რეფორმატორია“, დემოკრატიულია, „ჩვენ ავღანეთთან ხელმისაწვდომობას ვუზრუნველვყოფთ და სერიოზული მნიშვნელობა გვაქვს ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – აცხადებს იგი.

მერკელისგან განსხვავებით, მას არ სურს საუბარი ეგვიპტეზე და საკუთარ გამოცდილებაზე, როცა ის „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი იყო, ასევე მის წინამორბედ ედუარდ შევარდნაძეზე: „მუბარაქისთვის რჩევის მიცემა ჩემი საქმე არ არის“, - ამბობს, მაგრამ შემდეგ დასძენს: „მნიშვნელოვანი არა შემდეგი თვეები, არამედ შემდეგი ათწლეულებია“. საჭიროა ირანზე ფიქრი. „რევოლუციებისთვის ერთი სქემა არ არსებობს. უკრაინაც შეეცადა ჩვენ მიბაძვას“, მაგრამ შედეგი განსხვავებული იყო. მნიშვნელოვანია „არა დროშების ფრიალი“, არამედ ის „რუტინა“, რითაც კრიტიკულმა მასამ ცვლილებებს და რეფორმირებას უნდა მიაღწიოს. მისი ქვეყანა ამას მეშვიდე წელია, აკეთებს.

2007 წელს მან დაარბია დემონსტრანტები, რომლებიც მის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ. ამ გადაწყვეტილებაში დრამატულს ვერაფერს ხედავს. „მე არ ვნანობ ამ მკვეთრი რეაქციის გამო“. ამის შემდეგ მან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და 2004 წელს მიღებული ხმების 96%-ის ნაცვლად, მხოლოდ 53% მიიღო.

2013 წელს ის კენჭს ვეღარ იყრის, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს და პრემიერ-მინისტრს მეტი ძალაუფლება აქვს. სააკაშვილი ხომ არ ზრუნავს წინასწარ მის მომავალზე ისევე, როგორც ეს მისმა საძულველმა რუსმა ძმამ პუტინმა გააკეთა? ის არ უარყოფს იმას, რომ პრემიერ-მინისტრობა უნდა, თუმცა არ სურს საუბარი მის პირად მომავალზე. „მაშინ ხეიბარი უნდა გავხდე“. მას წინ კიდევ  რეფორმებით სავსე პრეზიდენტობის 2.5 წელი აქვს.

ახლა კი ძალიან ჩქარობს. რეფორმატორი მოკლედ გვემშვიდობება და გვტოვებს.

წყარო: http://foreignpress.ge/?p=16393

ორიგინალი

ახალი ამბები