კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფთიაქებს მცირე შეღავათი დაუწესეს

9 თებერვალი, 2011

ვიდეომეთვალყურეობასთან დაკავშირებით, აფთიაქებს გარკვეული შეღავათი დაუწესეს.

აქამდე სავალდებულო იყო, რომ აფთიაქს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრზე ჰქონოდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით კი, აფთიაქებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება მხოლოდ ძირითად შესასვლელ კართან (მომხმარებელთათვის განკუთვნილ), გარე პერიმეტრზე ევალებათ.

ამას გარდა, ბრძანებაში დაკონკრეტებულია, რომ ვიდეომეთვალყურეობის მოთხოვნა არ არის სავალდებულო აფთიაქის სათადარიგო შესასვლელ კარებზე; ასევე, თუ აფთიაქი განთავსებულია ისეთ იზოლირებულ ფართობზე, რომლის (აფთიაქის) ძირითადი შესასველი არ უკავშირდება უშუალოდ ქუჩას.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება აფთიაქებს პირველი თებერვლიდან, მხოლოდ დედაქალაქში აქვთ.

რეგიონებში კი, ეს ვალდებულება ეტაპობრივად განხორციელდება, თუმცა ვადები ჯერ ცნობილი არ არის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები