კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული არასამთავრობოების შენიშვნა ევროკავშირს

10 თებერვალი, 2011
დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნის ნაცვლად, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში აქცენტს თავისუფალ ვაჭრობასა და ეკონომიკურ შეთანხმებებზე აკეთებს. რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ამ შეფასებაზე ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის გამოცემა euobserver.com წერს.

სტატიის დასაწყისში აღნიშნულია, რომ რუსეთთან ომიდან ორი წლისა და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 2009 წლის გამოსვლების შემდეგ მედიის ყურადღება საქართველოდან ბელორუსზე, ტუნისსა და ეგვიპტეზე გადაერთო.

„თუმცა, მშვიდი 2010 წლის შემდეგ ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს საკუთარი ბერკეტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიულ რეფორმებზე პასუხისმგებლობა იგრძნოს“, - მოჰყავს ვებგვერდს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ ხიდაშელის მოსაზრება.

ხიდაშელმა და კიდევ ორი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ თემაზე ბრიუსელში, „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ 8 თებერვალს ორგანიზებულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

თამარ ხიდაშელის განცხადებით, ევროკავშირთან ინტეგრაცია მისთვის დამოკრატოზაციას, ეკონომიკურ სტნდარტებსა და უსაფრთხოებას ნიშნავს:
„მაგრამ, დემოკრატიულობის მიმართულებით ევროკავშირი ყველა ბერკეტს არ იყენებს. მაგალითად, ომის შემდეგ უზარმაზარი ეკონომიკური დახმარება შესაძლებელია, დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნისთვის გამოიყენონ. ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ეკონომიკურ ჰარმონიზაციაზეა ფოკუსირებული და არ აყენებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის საკითხს“.

სტატიის ავტორს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლის, ქეთევან ხუციშვილის მოსაზრებაც მოჰყავს, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა არ შეიცავს მთავრობის ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას.

„ასოციაცია მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის, მანანა კოჭლაძის აზრით კი, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და ხელისუფლების წევრთა ანგარიშების გამჭვირვალობა.

საქართველოში არსებულ პრობლემებს შორის გამოცემა საკუთრების უფლებასაც ასახელებს და აღნიშნავს, რომ საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია რაიონების მოსახლეობას ხშირად არა აქვს და იმ კომპანიების მიმტაცებლობის მსხვერპლნი ხდებიან, რომლებიც მთავრობის მხარდაჭერით კურორტებსა და სასტუმროებს აშენებენ.

ინტერპრესნიუსი

ორიგინალი: http://euobserver.com/9/31779

ახალი ამბები