კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობიდან გათავისუფლდა

11 თებერვალი, 2011

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ როსიაშვილი, რომელმაც ერთ საქმეზე შეუსაბამო გადაწყვეტილებები გამოიტანა, თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

2009 წლის 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილულ იქნა სააპელაციო საჩივარი დარეჯან მეფარიშვილის საქმეზე. მოსამართლის მიერ მომზადებულ იქნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს დარეჯან მეფარიშვილის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დარეჯან მეფარიშვილს გადაეცა სხდომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა დაახლოებით 8 თვის შემდეგ. დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, განსხვავებით სარეზოლუციო ნაწილისაგან მოსამართლე აღარ მსჯელობს განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე. აღნიშნული შეუსაბამობა გამოწვეული არის მოსამართლის დაუდევრობით და არა მოსამართლეზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლით ან ჩარევით. მიუხედავად ტექნიკური სახის შეცდომისა დარეჯან მეფარიშვილმა არ გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება _ ხსენებული საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესახებ. შესაბამისად, იგი დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოდ შევიდა კანონიერ ძალაში“, - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებაში.

ამ ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლემ თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.

დარეჯან მეფარიშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს პრესსამსახურის თანამშრომლის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ედავებოდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები