კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელების უკანონო ქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი

14 თებერვალი, 2011

გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნა მასალა სათაურით - მამხილებელი ფირი - სად წახდნენ „გონიერი“ პოლიციელები.

მასალის მიხედვით, 2011 წლის 6 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ძმები ბაქარ და ლაშა ლუტიძეები დააკავეს. მათ ბარალად დაედოთ წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება და სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა.

ბაქარ და ლაშა ლუტიძეები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს, ზემოხსენებულ დანაშაულებებში ბრალეულად ცნეს და 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმები დააკისრეს.

„კვირის პალიტრას“ ხელში ჩაუვარდა ფირი, სადაც კარგად ჩანს, რომ ღამის თორმეტის ნახევარზე ორი ახალგაზრდა ნელი ნაბიჯით, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე, მიუყვება ტროტუარს. მართალია, ფირი ხმოვანი არ არის, მაგრამ მათი მოძრაობის მანერა აშკარად მიუთითებს, რომ არავითარ დებოშს და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი მათი მხრიდან არ აქვს. მათ უჩერებს ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 3 პირი. ფირზე ჩანს ისიც რომ, მათ მოთხოვნაზე ორივე პირი ჩერდება. ისინი უახლოვდებიან შეჩერებულთ, ერთ-ერთი მათგანი პროვოკაციულად ჯერ მუჯლუგუნს უთავაზებს ლაშა ლუტიძეს და სახეში ურტყამს, მერე კი თმაში სწვდება, ზედაპირულად ჩხრეკს მას, რის შემდეგაც იმართება საუბარი. ამის შემდეგ ბიჭებს სვამენ მანქანაში. ფირზე ასევე ნათლად ჩანს, რომ მძღოლის გვერდით მჯდომი პირი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მანქანის უკანა სავარძელზე მყოფ დაკავებულებს.

ინტერპრესნიუსი

ვიდეო

ახალი ამბები