კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილი ისევ „ნულოვანი ტოლერანტობის“ ერთგულია

14 თებერვალი, 2011

პრეზიდენტმა „უდანაშაულოდ დაღუპული ბიჭების“ მომხსენიებელი ოპონენტები გააკრიტიკა. როგორც დებატების საპასუხო სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს ძველი, ზომბირების მექანიზმია.

„ამ ბიჭებში ალბათ შედის ის ყაჩაღი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოკლა პოლიციამ და ძალიანაც კარგია, რადგან მას 2004 წელს 4 პოლიციელი ჰყავდა მოკლული და ახლაც ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაგვიჭრა. ამაში შედიან ალბათ ის ყაჩაღები, რომლებიც ყველანაირი შესაძლო იარაღით შეიარაღებულები მიემართებოდნენ საძარცვად და შემდეგ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მათ ქალაქის ცენტრში ძეგლი დაუდგა იმ დიდი გმირობისთვის, რომ ისინი პოლიციის მიერ გასროლილ ტყვიას შეეწირნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გამოკვლევით, საქართველოში ისლანდიის შემდეგ დანაშაულის ყველაზე დაბალი დონეა. სააკაშვილის თქმით, ამ მხრივ საქართველოს გერმანიაც კი ჩამორჩება.

„აღარაფერს ვამბობ უკრაინასა და რუსეთზე, რომლებზეც ხუთჯერ ნაკლები დანაშაული გვაქვს. ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რაც ამ ტრიბუნიდან რამდენიმე წლის წინ გამოვაცხადე და დღესაც ვადასტურებ, რომ მექნება ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ. იმიტომ, რომ ჩვენმა შვილებმა წყნარად იარონ ქუჩაში, მანქანას აღარ სჭირდებოდეს გარაჟი და სახლებს ათასგვარი მახინჯი გალიები და საქართველოში შემოსვლა იყოს დაკავშირებული უსაფრთხოებასა და სიამოვნებასთან“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ ამას მიაღწია ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალიზებულ ყოფილ სახელმწიფოში.

მისივე თქმით, ხათუნა კალმახელიძე თვალებანთებული აშენებს ახალ, მსოფლიო სტანდარტების ციხეებს.

„ეს არის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით უსაფრთხოებაში. პატიმრებს ვკვებავთ უკეთ, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. არადა, სოციალურად ალბათ ამას არ უნდა იმსახურებდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები