კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იმას გეუბნებოდიო

14 თებერვალი, 2011

ლექსო ლეკიაშვილი, media.ge

ქართველები ჯერ საბჭოთა მოქალაქეები რომ ვიყავით, კლუბების მაგიერ „ზავიდენიებში“ რომ დავდიოდით და ფართების მაგიერ „შარაფებს“ ვაწყობდით, მაგ დროს ძალზედ მოდაში იყო სიმღერა, რომლის ტექსტიც საერთოდ არ ეხებოდა ჟურნალისტიკას:

„იმას გეუბნებოდიო:
ფანჯარიდან გადმოდიო,
იქ დაგხვდება ფაიტონი
დაჯექი და წამოდიო“

- უკრავდა დუდუკი, კლარნეტი და დოლი (მაშინ დიჯეი მარტო ვერ ახერხებდა გამიქსვას), იყო ერთი ქეიფი და ღრიანცელი...

ეს სიმღერა და ეს სცენა დამიდგა თვალწინ, როცა ჟურნალისტიკის ერთი დაუწერელი კანონი მასწავლეს უნივერსიტეტში: ჟურნალისტს კარებს რომ მოუხურავენ ცხვირწინო, ფანჯრიდან უნდა შევიდესო და ისე გამოიტანოს ინფორმაციაო.

ახლა თქვენ მითხარით, რა უნდა ქნას ჟურნალისტმა, როცა კარებიც მოხურულია, ფანჯარაც და თანაც, შენობების უმრავლესობას კარების ნაცვლად ყველგან ფანჯრები აქვს? და თუ ამ ფანჯრებიდან არცერთი არ იღება, მაშინ, მით უმეტეს, რა უნდა ქნას?

არსებობს ასეთი საიტი www.opendata.ge, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას (IDFI) .

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ როცა ამ საიტზე შედიხართ, მარცხენა მხარეს სვეტის სახით საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული სიახლეებია წარმოდგენილი.

არ გაინტერესებთ, რა სათაურებია გამოტანილი ამ სვეტში?

„შინაგან საქმეთა სამინისტრო IDFI-ს ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს“

„თავდაცვის სამინისტრო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კვლავ უარს აცხადებს“

„IDFI-მ გაასაჩივრა საჯარო დაწესებულებების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე“

„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პასუხი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის წერილზე“

„სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებები პრემიების დანიშვნის შესახებ“

„საქართველოს პარლამენტიდან საჯარო ინფორმაციის მიღების მესამე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა“

6 სიახლიდან 4 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან უარს ეხება, ერთი (სოფლის მეურნეობის სამინისტროდან) ვადების დარღვევითაა მოწოდებული, და მხოლოდ ერთი - სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ითხოვს კანონით დადგენილ 10-დღიან ვადას, რომ საჯარო ინფორმაცია გასცეს, ანუ, რეალურად არც ეს ინფორმაცია აქვს ხელთ საიტს და, შესაბამისად, საზოგადოებასა და მედიას.

შეგახსენებთ, მე ეს ინფორმაცია ზემოხსენებული საიტზე არ მიძებნია, შესვლისთანავე დამხვდა პირველ გვერდზე და რასაც ხედავთ, პირდაპირი წესით დაკოპირებულია.

რა ვქნათ?

მედიაზე აღარ მაქვს საუბარი - IDFI არაა მედიასაშუალება, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით ხორციელდება და ასე ვთქვათ, შუალედურ რგოლს წარმოადგენს მედიასა და სახელმწიფოს შორის.

და რა უნდა ქნას მედიამ, როცა არათუ მას, შუალედურ რგოლსაც კი ამდენი ბრძოლა უწევს საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად?

სახარებისეული ფრაზა მახსენდება ქრისტეს ქადაგებიდან: მოითხოვეთ და მოგეცემათ! დააკაკუნეთ და გაგიღებენო!

ვაკაკუნებთ კიდეც, ვრეკავთ, ვუსაფრდებით, ვეხვეწებით, ველოდებით - მაგრამ ამაოდ!

არადა, დაფარულს მაინც ვითხოვდეთ რამეს, გასაიდუმლოებულსა და სახიფათოს - საჯარო ინფორმაციას ვითხოვთ და ამაზეც უარს აცხადებენ.

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ  მეოთხე ხელისუფლება პირველი და, განსაკუთრებით, მეორე ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მეოთხე ხელისუფლება კანონიერ მოთხოვნაზე პასუხს მიიღებს თუ ვერა.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? ეს კითხვაა, რომელზე პასუხიც, წესითა და რიგით, საჯარო ინფორმაციას უნდა განეკუთვნებოდეს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ამაზე ხელი არ მიგვიწვდება.

დროებით!

წყარო: http://www.media.ge/ka/node/40142

ფოტო:  lekspert.blogspot.com/

ახალი ამბები