კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტალინის ბიუსტებს აღწერენ

15 თებერვალი, 2011

კახეთის სოფლებში სტალინის ბიუსტების აღწერა დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლებიდან აცნობეს, სტალინის ბიუსტებს მუნიციპალიტეტების გამგეობების ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები და სპეციალისტები აღწერენ.

რეგიონში სტალინის 20-მდე ბიუსტი, ზოგიერთი სოფლის ცენტრში კი ჩარჩოში ჩასმული სტალინის ფოტოებიც დგას.

„მოვიდნენ და ფოტო გადაუღეს. ვკითხეთ, რაში იყო საქმე. გამგეობას უნდა მივაწოდოთ, ამ ადგილზე შესაძლოა, ომში დაღუპული ბიჭების დაფა დაიდგასო. იყოს ეს სტალინი, რას უშლით?! ომში დაღუპული ახალგაზრდებისთვის სხვა ადგილი შეარჩიონ“, - აღნიშნა სიღნაღის რაიონის დაბა წნორის მცხოვრებმა გივი მირიანაშვილმა.

სტალინის ბიუსტი უკვე მოხსნეს ქალაქ გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე. კვარცხლბეკზე, რაზეც წლების განმავლობაში სტალინის ბიუსტი იდგა, დაფა მიაკრეს. დაფაზე სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების გვარ-სახელებია ამოტვიფრული. სტალინის ბიუსტის ნაცვლად, კვარცხლბეკს თავზე გლობუსი დაადგეს, გლობუსზე კი ფრთებგაშლილი მტრედი ზის. „მემორიალი“ კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ჩივიაშვილმა გახსნეს. მემორიალის და სკვერის გაკეთებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54 316 ლარი დაიხარჯა.

შოთა უტიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „სტალინის ბიუსტს, რომელიც მოვხსენით, რესტავრაცია ჩაუტარდა და დიდების მემორიალის მუზეუმში უნდა გადაეტანათ. ამჟამად სად არის, არ ვიცი, მაგრამ მუზეუმში დადებენ“.

ნოდარ კოჭლამაზაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „მე როგორც ვიცი, რაიონში სტალინის არც ერთი ბიუსტი აღარ დგას. სიღნაღის რაიონში ბევრი გამოჩენილი ადამიანი გვყვავდა, რომლის მემორიალური დაფაც შეიძლება დაიდგას. უკეთესი ხალხის დაფებით უნდა ჩავანაცვლოთ აუცილებლად“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები