კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში 907 ადამიანია გაუჩინარებული

18 თებერვალი, 2011
გიორგი ფუტკარაძე, გაზეთი „რეზონანსი“

ადამიანის უფლებათა ცენტრის ფილმი „გაუჩინარებულები“, როგორც მისი ავტორი აცხადებს, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ააშკარავებს. პრეზენტაცია, 17 თებერვალს კინოს სახლში გაიმართა. ფილმი ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდია HRIDC.TV-მ მოამზადა.

ფილმის ავტორია გიორგი ჯანელიძე. იგი 4 ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, მათ შორის - 2005 წლის ივნისში, მარნეულის რაიონის
სოფელ სადახლოში მცხოვრები სადრადინ ფალანგოვის, მეტსახელად
„გარა მოლას“ გაუჩინარებას.

2009 წლის ოქტომბერში ეთნიკურად ჩეჩენი, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე (დევნილობაში) საიდ-ჰუსეინ ტაზბაევი თბილისში გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 17 წლის გიგა ელიზბარაშვილის შესახებ 2010 წლის 17 სექტემბრიდან არაფერია ცნობილი, ასევე გაუჩინარებულია გასული წლის 26 სექტემბრიდან, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, 14 წლის ვასილ წიკლაური. ავტორის თქმით, ფილმში მოთხრობილ გაუჩინარების ფაქტებზე გამოძიებას პასუხი არა აქვს. დღეისათვის საქართველოში 907 ადამიანია გაუჩინარებული.

გიორგი ჯანელიძე: „გასული წლის 17 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში გაუჩინარდა 17 წლის გიგა ელიზბარაშვილი. ერთი კვირის შემდეგ, 26 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში ვასილ წიკლაური გაქრა; 2005 წელს 28 ივნისს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში გაუჩინარდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 56 წლის სადრადინ  ფალანგოვი. 2009 წლის 26 ოტომბერს თბილისში, ქალაქის ცენტრში, გაუჩინარდა ჩეჩენი საიდ ჰუსეინ ტაზბევი, რომელსაც საქართველოში თავშესაფარი ჰქონდა. ფილმში ამ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს“.

- რა ეჭვები არსებობს ამ ადამიანების გაუჩინარებაზე?

- დეტალებისგან თავს შევიკავებ. არის ეჭვებიც და ვარაუდებიც. მე მაინც ვისურვებდი, რომ ამ ინფორმაციაზე ფილმის პრემიერამდე არ ვისაუბრო. რაც შეეხება ინფორმაციას, „ჩეჩენპრესზე“ იყო ტაზბაევის გაუჩინარების შესახებ, დანარჩენები, ასე თუ ისე, გახმაურებული შემთხვევებია. ვაჩნაძიანისა და დედოფლისწყაროს ფაქტებთან დაკავშირებით, საინფორმაციო გადაცემებმა  გააკეთეს სიუჟეტები. თუმცა, რა მოჰყვა ამას, შემდეგ აღარაფერი უთქვამთ. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ჭეშმარიტება ვერაფრით დავადგინეთ.

რაც შეეხება გაუჩინარების ფაქტებს, მითითებულია 907 ადამიანის შესახებ, სადიან გაქვთ ეს სტატისტიკა?

- ეს სტატისტიკა არის შსს-ს მ მოგვაწოდა და მივიღეთ 2010 წლის მარტში. სამინისტროს ოფიციალური წერილში მითითებულია და სწორედ ამდენი ადამიანი ირიცხება დაკარგულად 2010 წლის მდგომარეობით.

კონკრეტულ შემთხვევებს დავუბრუნდეთ. ძალიან უცნაურია, რომ ფალანგოვის გაუჩინარება მოჰყვა იქ ჩატარებულ საპროტესტო აქციას, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავად იყო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სადახლოში გააპროტესტეს მარნეულში სამართალდამცავების მხრიდან არსებული განუკითხაობა. ამ ფაქტიდან სამი თვის შემდეგ ეს ადამიანი  უგზოუკვლოდ  გაუჩინარდა.

- არიან თუ არა ეს ადამიანები ცოცხლები?

- ძალიან ძნელია ამის ვარაუდი. მე მაინც მაყურებელი იმედის გარეშე არ დავტოვე. თანაც კონკრეტული ფაქტები არ გაძლევს ზუსტი დასკვნების გაკეთების საშუალებას. გიგა ელიზბარაშვილის გაუჩინარების შემდეგ იქვე მდებარე ანძასთან იპოვეს ადამიანის სხულის ნაწილები. ექსპერტიზით არ იყო დადასტურებული, რომ სხეულის ნაწილები თავად გიგას ეკუთვნოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი  ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი იპოვეს შემთხვევის ადგილზე. სულ ახლახან ექსპერტიზის პასუხი მიიღო ოჯახმა, რომ სხეულის ნაწილები სწორედ ამ ადამიანს ეკუთვნის. იგი დაკარგული  იყო ერთი თვის მანძილზე. 

რაც შეეხება არხილოსკალოში მომხდარ ისტორიას, სხეული არაა ნაპოვნი, ისევე როგორც დამნაშავენი, თუ ამ საქმეს დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცემა. საინტერესოა ის, რომ სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც თვითმკვლელობის ცდამდე ადამიანის მიყვანას ეხება, წარმოიდგინეთ, ამ მუხლით სისხლის სამართლის საქმე როგორ უნდა აღიძრას, როდესაც არ არიან ეჭვმიტანილები?!

- ანუ ეჭვი ვისზე აქვთ ამ საქმეებში?

- ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ისევე როგორც სხვებზე, ძიება დაწყებულია და შედეგი არ არსებობს. აქცენტი უფრო უმოქმედობაზეა. სახელმწიფოს მხრიდან რა ქმედითი ღონისძიებები ტარდება, ვერ გავარკვიეთ, რადგან ყველა ამბობს, რომ საქმე აღძრულია, თუმცა არ გვიშვებენ ახლოს თუ რა ეტაპზე გამოძიება, რა წინასწარი შედეგები არსებობს, ვერ ვიგებთ. მიუხედავად ჩემი არაერთგზის მცდელობისა, არათუ არ მომეცა საშუალება გავსაუბრებოდი კონკრეტულ გამომძიებლებს, არამედ ისიც ვერ დავადგინეთ, რომელი  გამომძიებელი რა საქმეს იძიებს.

ახალი ამბები