01:33, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„გაუჩინარებულები“ - გიორგი ჯანელიძის ფილმის პრეზენტაცია „კინოს სახლში“

18.02.2011

სალომე აჩბა

16 თებერვალს კინოს სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრმა აჩვენა გიორგი ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი „გაუჩინარებულები“. ფილმი საქართველოში არასაომარ პერიოდში გაუჩინარებული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს.

„გაუჩინარებულებში“ ასახულია  საზოგადოების ფართო წრისთვის ნაკლებად ცნობილი გაუჩინარების  ოთხი ფაქტი.

პირველი ისტორია 2010 წლის სექტემბერში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 17 წლის გიგა ელიზბარაშვილის დაკარგვის ფაქტს ეხება. სოფელში ელიზბარაშვილის ცხედარი ერთ თვეში იპოვეს, მაგრამ მისი გაუჩინარებისა და სიკვდილის ფაქტი დღემდე ბურუსითაა მოცული.

გიგა ელიზბარაშვილის გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ, 26 სექტემბერს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები 14 წლის ვასილ წიკლაური გაუცინარდა. იგი ბოლოს მისივე მეგობარმა ნახა, რომლის თქმითაც ინციდენტის დღეს, ისინი ერთად იყვნენ, შემდეგ კი ვასიკომ მარტო გასეირნება გადაწყვიტა და თავის ძაღლთან ერთად  ხევისკენ გაუყვა გზას. მისი მეგობარი კი შინ დაბრუნდა. ამის შემდეგ ვასილ წიკლაური აღარავის უნახავს. 

კიდევ ერთი გაუჩინარების ფაქტი, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიაში მომზადებული ფილმი მოგვითხრობს, 2005 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მცხოვრებ, სადრადინ ფალანგოვის, მეტსახელად „გარა მოლას“ გაუჩინარებას ეხება. ფალანგოვის ახლობლები მის გაუჩინარებას მარნეულის იმდროინდელი ადმინისტრაციის წარმმადგენლებთან კონფლიქტს უკავშირებს. 

2009 წლის ოქტომბერში საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარის მქონე, ეთნიკურად ჩეჩენი საიდ ჰუსეინ ტაზბაევი გაუჩინარდა. იგი იყო ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის წევრი - კულტურის მინისტრი. ინციდენტის დღეს მან თავისი მცირეწლოვანი შვილი ვაჟა ფშაველას გამზირზე საცურაო აუზზე მიიყვანა, წამოსაყვანად კი აღარ მიუკითხავს. ტაზბაევის მეუღლეს დღემდე არა აქვს ინფორმაცია, სად, რატომ და რა ვითარებაში გაუჩინარდა ჩეჩენი მოქალაქე.

 „ამ ფილმის მთავარი მიზანი იყო გაუჩინარების ფაქტების გახმაურება და შეძლებისდაგვარად მათი კვლევა. მთავარი სათქმელი კი ისაა, რომ იკვეთება სამართალდამცავების უმოქმედობის პრობლემა. იმედი გვაქვს, ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ უფრო ეფექტურად გამოიძიებენ გაუჩინარების ფაქტებს“, - განაცხადა ფილმის ავტორმა გიორგი ჯანელიძემ.

„დღეს კინოს სახლში საკმაოდ მაღალი ხარისხის ჟურნალისტური გამოძიება ვიხილეთ. ადამიანების გაუჩინარების თემა რატომღაც იშვიათად შუქდება ხოლმე ქართულ მედიაში და ამ კუთხითაც, ამ ფილმის მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტური გამოძიების წარმოება მოითხოვს დიდ გამბედაობას, მით უფრო მაშინ, როცა საქმე ეხება ხელისუფლების მიერ ჩადენილ ან დაფარულ დანაშაულს, ან თუნდაც მის უმოქმედობას. ამ პირობებში გიორგი ჯანელიძის ნამუშევარი ძალიან დასაფასებელია“, – აღნიშნა კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც ფილმის ჩვენებას დაესწრო.

ფილმში მოთხრობილ გაუჩინარების არც ერთ ფაქტზე გამოძიებას პასუხები არა აქვს. 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში გაუჩინარების 900-ამდე ფაქტია დაფიქსირებული.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC