კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რესპუბლიკური პარტია“ უფლებადამცველებს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაცვისკენ მოუწოდებს

21 თებერვალი, 2011

რესპუბლიკური პარტია უფლებადამცველებს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკელმა“ წევრმა თინა ხიდაშელმა 21 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რამდენიმე თვეა, საკრებულოში დედაქალაქის დასუფთავების სამსახურში გამეფებული განუკითხაობის, დისკრიმინაციისა და შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ თანამშრომლების საჩივრები შედის.

პრეს-კონფერენციას აღნიშნული უწყების სამი თანამშრომელი - ლალი მამოევა, ზარა მუსაევა და დალი ხვადაგიანიც ესწრებოდნენ.

„რესპუბლიკელები“ თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიას, სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს მოვუწოდებთ, ამ ადამიანების პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და მათი უფლებები დაიცვან.

„განსაკუთრებით სარისკოა ამ სამსახურის სამი თანამშრომლის ბედი, რომლებიც სამსახურის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებენ. წარსულში ყველა ასეთი „მეამბოხე“ თანამშრომელი გაათავისუფლეს. არ გვსურს, ეს ადამიანებიც ხელმძღვანელობის მხრიდან რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პრესკონფერენციაზე იმყოფებიან“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე ინფორმაციით, 2007 წლიდან ამ უწყებაში მნიშვნელოვანი პრობლემებია: „კერძოდ, თანამშრომლებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ათავისუფლებენ; სამედიცინო დაზღვევა მხოლოდ ერთხელ, ისიც - რამდენიმე თვით, საარჩევნოდ მისცეს; 2010 წლის 1 დეკემბრიდან სამუშაო ფართობი მოუმატეს, თუმცა ხელფასი შეუმცირეს; კონკრეტული სამუშაო გრაფიკი, რომელსაც ყველა დაემორჩილება, 8 საათიანი სამუშაო დღით და დასვენების დღეებით არ არსებობს; მიუხედავად იმისა, რომ გამწვანების სამსახური სრულიად განცალკევებული უწყებაა, გამწვანების სამასახურის ფუნქციებსაც ისინი ასრულებენ; პროფკავშირები    არ არსებობს; ეთნიკური ნიშნით არასათანადო მოპყრობის ფაქტებს აქვს ადგილი“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები