კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდული ორგანიზაციები ელჩებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ

21 თებერვალი, 2011

21 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ახალგაზრდული ორგანიზაციებმა მჯდომარე აქცია და პრესკონფერენცია გამართეს. მათ აშშ-ის ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვეს.

მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელის, ლევან ჩიტაძის განცხადებით, ისინი ჯონ ბასისგან ითხოვენ ნებისმიერი ფორმით დახმარებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში.

მისი თქმით, დახმარება იქნება ჯონ ბასის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებაც და რეკომენდაციაც ხელისუფლებისადმი, რათა საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა.

ლევან ჩიტაძის განცხადებით, საქართველოში 52 პირი პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული და ეს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის „ჰუმან რაითს უოთჩმაც“ აღიარა.

აქცია ამერიკის საელჩოსთან დღის ბოლომდე გაგრძელდა.

23 თებერვალს ანალოგიური აქცია ევროკავშირის ოფისთან გაიმართება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები