01:46, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სანდრო ბრეგაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

21.02.2011

ინტერპრესნიუსი

ყოფილ პარლამენტარს, ხულიგნობაში ბრალდებულ სანდრო ბრეგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის, მაია სილაგაძის შუამდგომლობა, აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდების თაობაზე. არევაძემ არ გაიზიარა სანდრო ბრეგაძის ადვოკატების დალი იმნაიშვილისა და გიორგი ზირაქაშვილის მოთხოვნა აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს – 3000 ლარის გამოყენების შესახებ.

ადვოკატებმა დაასახელეს გარემოებები, რის გამოც მათი აზრით, შესაძლებელი იყო ბრეგაძის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება.

ბრეგაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა განაცხადა, რომ სანდრო ბრეგაძის 17 წლის შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია. იგი დავრდომილია და მამის გარეშე ვერ ძლებს. მას შემდეგ, რაც სანდრო ბრეგაძე დაკავებულია, გულყრა 34-ჯერ მოუვიდა. ადვოკატის განმარტებით, სანდრო ბრეგაძის დაკავებამ იმოქმედა მის მცირეწლოვან შვილზეც, რომელიც დაკავების დროს მამას მანქანაში ეჯდა. ბავშვს ლოგოპედი სჭირდება, ვინაიდან ენა დაება. იგი მძიმე მდგომარეობაშია. ადვოკატის განმარტებით, ასევე მძიმე მდგომარეობაშია სანდრო ბრეგაძის მამა, რომელიც ლეიკემიითაა დაავადებული. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სანდრო ბრეგაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრეგაძე აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაძლებელი იყო მისთვის გირაოს შეფარდება.

როგორც თავად სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, მას რომ მიმალვა სდომებოდა, ინციდენტის შემდეგ მიიმალებოდა, ვინაიდან მეორე დღეს დააკავეს. ერთი დღე სახლში იყო და მიმალვა არ უცდია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში წასვლასთან დაკავშირებით მას არანაირი პრობლემები არ ჰქონდა.

ყოფილი პარლამენტარის თქმით, იგი აღიარებს დანაშაულს, პირობას დებს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდება გამომძიებელთან. არ მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას.

„გამოძიების არგუმენტს, რომ მე დავიმალები, ვერანაირად ვერ გავიზიარებ. ეს საფუძველს მოკლებული არგუმენტია. სახეზე მაქვს ტრავმა ინციდენტის შედეგად და მაქვს ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილე ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს არანაირი დაზიანება არ მიუღია. ეს იყო ორ ადამიანს შორის მომხდარი გაუგებრობა. პირადად ჩემს მიმართ პრეტენზიები ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს არა აქვს და შესაბამისად, ვერანაირად ვერ მოვახდენ მასზე ზეწოლას. არანაირად დამალვას და გაპარვას სადმე არ ვაპირებ. ამ საქმის გამო ჩემს შვილს თუ რაიმე დაემართება, საერთოდ არ მინდა ციხიდან გამოსვლა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

პროკურორმა მაია სილაგაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და კვლავ თავის პოზიციაზე დარჩა.

პროკურორმა განაცხადა, რომ ბრეგაძეს ბრალი ედება მძიმე დანაშაულში და მოსალოდნელი სასჯელის შიშით არსებობს ალბათობა, რომ გამოძიებას მიემალება, მისი თავისუფლებაში ყოფნა კი სახიფათია მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის კუთხით.
პროკურორის განმარტებით, საპროცესო გარიგებაზე ჯერ მოლაპარაკებები არ ყოფილა.

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ არევაძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ.

წინასასამართლო სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება სს კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული სანდრო ბრეგაძემ 17 თებერვალს, 15:20 საათზე, ვაჟა-ფშაველას #27ა-ში მდებარე „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ჩაიდინა.

ბრალდების თანახმად, ბრეგაძემ გაწყვიტა ბენზინგასამართი სადგურის მილი, რითაც ბენზინს ასხამენ, დააზიანა თავისი ავტომანქანის ფარი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ვისოლის“ ოპერატორს გიორგი გალუსტაშვილს. ამავე დროს, მას იარაღი კეფაში ჩაარტყა. ინციდენტი 8-9 წუთს გრძელდებოდა. ამ დროს ბენზინგასამართ სადგურზე მანქანების რიგი დადგა, რითაც საზოგადოებრივი წესრიგიც დაირღვა. მოქალაქეები ბენზინს ვეღარ ასხამდნენ.

პროკურორის მტკიცებით, ბრეგაძის დანაშაული დასტურდება არაერთი მოწმის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC