კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული პოლიციის ჰიმნი ედიტ პიაფის მოტივებზე

22 თებერვალი, 2011

ქართული პოლიციის ახალი ჰიმნის მუსიკა ფრანგი მომღერლის ედიტ პიაფის ნაკლებად ცნობილი სიმღერის მოტივზე შექმნილი აღმოჩნდა. სიმღერა პირველად კანადის ფრანგულენოვან საბავშვო ტელეარხის, „ბაბინოს“ ეთერში გავიდა, ტექსტის ავტორია ჟულიენ ბუკე, მუსიკის ავტორი კი მასთან ერთად ლაბადიც არის.

კონცერტი, სადაც ეს სიმღერა პირველად შესრულდა, 1963 წელს გაიმართა.
სიმღერა Tiens, v'là un marin – მეზღვაურისადმი სიყვარულს ეძღვნება.

„აი, მეზღვაური. ეშმაკსაც წაუღია, ეს ხომ შესანიშნავია, როცა მეზღვაური გვიბრუნდება. აი, მეზღვაური, მე მიყვარს მეზღვაურები. მას რომ ვუყურებ, ჩემი მეზღვაური მახსენდება“, - სიმღერის ტექსტის ერთ-ერთი სტროფში ამგვარად არის ახსნილი მეზღვაურისადმი სიყვარული.

შსს-ს ახალი ახალი მუსიკალური კლიპი, რომელსაც ბავშვები ასრულებენ, 2011 წლის დასაწყისში გამოჩნდა. კლიპს სოციალურ ქსელებსა და და ფორუმებზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა კლიპი ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ნაწილად აღიქვა, ზოგის შეფასებით კი, მმართველი გუნდი ქვეყანაში კომუნიზმს აბრუნებს, სხვები ახალი კლიპის იდეოლოგიურ დატვირთვას კომკავშირული ორგანიზაციების პათოსს ადარებენ. თითქმის სამწუთიან კლიპში პატრულის, კუდ-ის, სოდ-ის, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მოვალეობას სასკოლო ასაკის ბავშვები ასრულებენ.

კლიპის რეჟისორია კახა ბუხრაშვილი, ოპერატორი კი - გოგა მამასახლისი. კლიპი ორი კვირის განმავლობაში დამზადდა.

ედიტ პიაფის ნაკლებად ცნობილი სიმღერა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ინტერპრესნიუსი

იხილეთ ვიდეო

ახალი ამბები