კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზური მხარე „კოჭოს“ გათავისუფლებას ითხოვს

23 თებერვალი, 2011
აფხაზური მხარე საქართველოში ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილის, მერაბ ყოლბაიას, მეტსახელად „კოჭოს“ გათავისუფლებას ითხოვს. როგორც სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, აღნიშნული მოთხოვნა სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე დასვეს, რომელიც გალში გუშინ გაიმართა.

აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს მოსთხოვა, გაათავისუფლოს გალის რაიონის მცხოვრები – მერაბ ყოლბაია, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. სოხუმის რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებით, ქართული სპეცსამსახურების მიერ „აფხაზეთის მოქალაქეების გატაცება“ დივერსიული ქმედებებია და ვითარების დესტაბილიზებას იწვევს.

შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა დაჯგუფება „ტყის ძმების“ მეთაურის, დათო შენგელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გამო და ქართულ მხარეს მისი გადაცემა გადაცემა მოსთხოვა. სოხუმის რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებით, შენგელია ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მრავალ მძიმე დანაშაულში მონაწილეობდა, ამჟამად ხშირად ჩნდება აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვართან, რაც მათ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა 22 მარტს გაიმართება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში განხორციელებული ტერაქტების უშუალო შესრულებასა და ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სამი პირი, მათ შორის მერაბ ყოლბაია, მეტსახელად „კოჭო“ 17 თებერვალს დააკავა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები