კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო საზოგადოებამ ჯეიმს სტეინბერგისგან მხარდაჭერა მიიღო

24 თებერვალი, 2011
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯეიმს სტეინბერგს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, სამოქალაქო საზოგადოებამ სტეინბერგისაგან მხარდაჭერა მიიღო.

„მადლობელი ვართ აშშ-ს ხელისუფლების, ასეთი მხარდაჭერისათვის. მათი პოზიცია იყო ის, რომ მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლოს დამოუკიდებლობას, მედიის კუთხით მიმდინარე პროცესებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას.

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის თქმით კი, მან ისაუბრა ყველა პრობლემაზე, რომელიც, მისი აზრით, სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

„ვისაუბრე მთავარ აქცენტებზე, რომელიც აისახება ხოლმე სახალხო დამცველის ანგარიშებში. იყო საუბარი ომბუდსმენის ინსტიტუტის საქმიანობაზე“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი დიდ ყურადღებას აქცევს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას და მის ურთიერთობას ხელისუფლებასთან.

ჯეიმს სტეინბერგთან შეხვედრას ესწრებოდნენ „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი არნოლ სტეპანიანი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი ნინო დანელია, გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი გოჩა ალექსანდრია და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე  ფილიპ გორდონი და აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი.

 ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები