კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იმედთან“ აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

24 თებერვალი, 2011
ტელეკომპანია „იმედთან“ აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებას ახლავს გოგიტა არქანიას ჩვენების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც სამართალდამცავებს გავლილ მარშრუტს მიუთითებს. ამავე ჩვენებაში არქანიას გამომძიებლები იმ კონკრეტულ ადგილამდე მიჰყავს, სადაც მისი თქმით, ოქტომბერში, ევგენი ბორისოვისა და მურმან ცხადაიას მითითებით, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დადო.

მითითებულ ადგილზე სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმის სამმართველოს ცენტრის თანამშრომლებმა გააუვნებელყვეს.
გუშინ გამნაღმველებმა „დექსოგენის“ შემცველ ორ ასაფეთქებელ მოწყობილობას გახმაურებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილი გოგიტა არქანიას ჩვენების საფუძველზე მიაგნეს. ნაღმები რკინის ქილაში იყო ჩამონტაჟებული.

ერთ-ერთი ნაღმი ნაპოვნია ტელეკომპანიის ავტოსადგომთან, ხოლო მეორე „იმედის“ ცენტრალური შენობიდან 10-15 მეტრის მოშორებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებიც ბრალდებულნი არიან 2009-2010 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერაქტების განხორციელებაში. კერძოდ, დაკავებულებს ბრალად ედებათ თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, მუხიანსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებები და ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან, რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობა.

ინტერპრესნიუსი

 ვიდეო

ახალი ამბები