საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ქ-ნ ეკატერინე ტყეშელაშვილს
03.12.2010
ქალბატონო ეკატერინე,
საქართველოს მთავრობის მიერ 15 ოქტომბერს მიღებული დადგენილება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ“, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლის წესებს განსაზღვრავს, უკვე ნეგატიურად აისახა კონფლიქტურ ზონებში მიმდინარე პროექტებზე.
სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში ამ ფორმით ჩარევა საბაბს აძლევს დე-ფაქტო რეჟიმებს, თავის მხრივ, შეზღუდონ თავიანთი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენაზე მიმართული პროექტები და საფრთხის ქვეშ აყენებს იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, ვინც აქამდე მზადყოფნას გამოხატავდნენ ქართულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. ამის შესახებ ჩვენი კოლეგები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არაფორმალურად უკვე საუბრობენ.
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ხაზს უსვამს სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას კონფლიქტების სრულფასოვნად დარეგულირებისთვის, ეს ასევე ხაზგასმულია სახელმწიფო სტრატეგიაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: თანამშრომლობა ჩართულობის გზით. სამოქალაქო სექტორმა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მოახერხა კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების ნდობის მოპოვება და ბოლო წლებში მომხდარი მოვლენების მიუხედავად მისი შენარჩუნება.
მიგვაჩნია, რომ ამ ნდობის შენარჩუნებას და გარღმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტების სრულფასოვნად დარეგულირებისთვის. მოგმართავთ როგორც აღნიშნული კონტროლის განმხორციელებელი უწყების ხელმძღვანელს და გამოვხატავთ მზადყოფნას, შეგხვდეთ და გაგაცნოთ ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ხედვა იმ საფრთხეებზე, რასაც შეიცავს აღნიშნული რეგულაცია.
პატივისცემით,
კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრი (ICCN)
გიორგი ხუციშვილი
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR)
გიორგი კუპატაძე
ასოციაცია ‘მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”-ს თავმჯდომარე
ალუ გამახარია

ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
კავშირი „საფარი“ – ოჯახი ძალადობის გარეშე
კავკასიური სახლი
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC)
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)
ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის კავკასიური ცენტრი

დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?