კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგებელი საკუთარ კაბინეტში შიმშილობს

28 თებერვალი, 2011
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სერგი საჯაიამ დღეს საკუთარ კაბინეტში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად საჯაიამ აცნობა.

როგორც მან განმარტა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გია გვაზავას გადადგომას ითხოვს და შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ საზოგადოების ყურადღებას არ მიიპყრობს.

საჯაიას განცხადებით, გვაზავა კორუფციაშია მხილებული. მისი ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელიც გვაზავამ სამსახურისთვის შეისყიდა მისი საკუთრება იყო.
„აღნიშნული ავტომანქანა ამორტიზებული იყო, თუმცა პირადი ინტერესების გამო 32 000 დოლარი გადაიხადა. ყველაფერს სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე აკეთებს. ჩემთვის მიუღებელია ასევე მისი პოლიტიკური არაკომპეტენტურობა. მაშინ როდესაც დევნილები რთულ მდგომარეობაში არიან მას არაადეკვატური მიდგომა აქვს“,-განაცხადა საჯაიამ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა მოშიმშილე თანამშრომლის, სერგი საჯაიას მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გია გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, იგი აპირებს, შეხვდეს სერგი საჯაიას, მოისმინოს მისი პრეტენზიები, რჩევები ჰკითხოს იურისტებს და კანონით გათვალისწინებული ზომები გაატაროს.

„არა მგონია, სახელმწიფო უწყებაში შიმშილობის აქცია დაშვებული იყოს“, - აღნიშნა გვაზავამ.

გია გვაზავა საჯაიას გადაწყვეტილებას კონტროლის პალატის დასკვნას უკავშირებს, რომლითაც მატერიალურ-ტექნიკურ სამსახურში დარღვევები გამოვლინდა და ერთი თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა. მისი თქმით, ამ დასკვნის მიხედვით სხვა თანამშრომლების დარღვევებიც იკვეთება და აპირებს, შესაბამისი ზომების გატარებას.

„კონტროლის პალატა მე გამოვიძახე, ვინაიდან ეჭვი მქონდა, რომ პრობლემები იყო. დასკვნა 25 თებერვალს მოვიდა. პრობლემები იყო მატერიალურ-ტექნიკურ სამსახურში. საჯაიას გათავისუფლებას არ ვაპირებდი. იგი მხარს უჭერს იმათ, ვინც გავათავისუფლე და ვის გათავისუფლებასაც ვაპირებ. ამ ჯგუფს არ მოწონს ჩვენი პოლიტიკური კურსი და ცდილობენ ყურადღების მიქცევას“, - განაცხადა გია გვაზავამ, რომელიც საჯაიას ბრალდებებს უარყოფს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები