კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი – გვჭირდება ოპოზიცია, რომლის ხელისუფლებაში მოსვლაც ქვეყნისთვის ტრაგიკული კატასტროფა არ იქნება

1 მარტი, 2011
ქართული ოპოზიცია ისეთი ძლიერი არ არის, როგორსაც ვისურვებდი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვურ ჟურნალ Valstybė-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლიტველი ჟურნალისტი დაინტერესდა, არსებობს თუ არა საქართველოში ოპოზიცია, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საჭეს გულდამშვიდებული გადასცემდა.

პრეზიდენტი პასუხობს, რომ საქართველოს სჭირდება ოპოზიცია, რომლის ხელისუფლებაში მოსვლაც ქვეყნისთვის ტრაგიკული კატასტროფა არ იქნება.

„თუმცა, ოპოზიცია, რომელიც დღეს გვყავს, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი თითქმის მიდრეკილი იყო, საქართველო რუსეთისთვის მიეყიდა. მე მადანაშაულებენ, რომ ოპოზიციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოხატვის თავისუფლება არ აქვს, მაგრამ არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ ოპოზიციას შეხედულებების გამოხატვა ყველა არხით შეუძლია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პრობლემა არა ოპოზიციის უფლებების არარსებობაა, არამედ ის, რომ მათი ლოზუნგები ხალხს არ მოსწონს.

„რაც უფრო ხმამაღლა ყვირის ოპოზიცია, მით უარესად გამოიყურება. ნაწილობრივ, ვეთანხმები დასავლეთის შენიშვნებს - ამ კუთხით პრობლემები არსებობს, რადგან ჩვენ განვითარების აუცილებელ დონეს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. მეორე მხრივ, ექსპერტები ქართული ოპოზიციის მდგომარეობის შეფასებისას ხშირად ვერ იგებენ ძველი საბჭოთა პოლიტიკის გადმონაშთებს – თქვან რაც შეიძლება მეტი ტყუილი. საბოლოოდ კი, მსგავსი ბრალდებები დასავლეთისთვის ხდება საბაბი, რის გამოც მათ აღარ სურთ, დაგვეხმარონ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში აცხადებს, ბოლო გამოკითხვების შედეგებით, ოპოზიციის პოპულარობა და ძალა იზრდება.

„იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დღეს არ შეუძლია, ძლიერი ოპოზიციით დაიკვეხნოს, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მალე ის იმდენად გაძლიერდება, რომ არჩევნებში გამარჯვებას და ქვეყნის ადეკვატურ მართვას შეძლებს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები