კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამბოხისთვის განწყობილი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მეთვრამეტე ადგილზეა

1 მარტი, 2011
ამბოხისთვის განწყობილი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ მეთვრამეტე ადგილი დაიკავა. რეიტინგი გამოცემამ The Wall Street Journal გამოაქვეყნა.

რეიტინგის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამბოხის ყველაზე ძლიერი განწყობა კენიაშია. ამ ქვეყანამ 100 ქულა მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა კამერუნმა, მესამე - პაკისტანმა, მეოთხე - ნიგერიამ, მეხუთე კი - ინდონეზიამ.

საქართველო 73,4 ქულით მეთვრამეტე ადგილზე მოხვდა. გაცილებით მაღალია ამბოხის შესაძლებლობა აზერბაიჯანში, რომელიც მეათე ადგილზეა. რუსეთმა კი რეიტინგში მე-40 ადგილი დაიკავა.

რეიტინგის შემდგენელთა აზრით, ამბოხის ყველაზე დაბალი განწყობა შვედეთშია.

ახალი ამბები