კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გრიგოლ ვაშაძეს „არ აინტერესებს“, რას ამბობს აშშ–ის დაზვერვის ხელმძღვანელი

1 მარტი, 2011
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის, ჯეიმს კლაპერის და ასევე რამდენიმე ამერიკელი ექსპერტის მიერ თბილისის ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის კრიტიკაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „აბსოლუტურად არ აინტერესებს“ რა თქვა კლაპერმა.

თუმცა, ვაშაძემ იქვე დასძინა, რომ მას არ უნახავს კლაპერის მიერ 16 თებერვალს აშშ-ის სენატის კომიტეტში წარდგენილი ანგარიშის სრული ვერსია და ამიტომ ამაზე ვერ ისაუბრებს.

„მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებს რას ამბობს კლაპერი; აბსოლუტურად არ მაინტერესებს; არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა მან ეს. სიმართლე გითხრათ, მე ეს ციტატა ვნახე ამოგლეჯილი მისი გამოსვლიდან. მთლიანად როცა ვნახავ მას, მერე გადავწყვეტ, რა კონტექსტში იყო ეს ნათქვამი. არ მიყვარს, როცა ჟურნალისტები მაძლევენ ვიღაცის ციტატას, რომელიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან; ამიტომ, მე კლაპერზე ლაპარაკს არ დავიწყებ; ეს მისი საქმეა, რა თქვა“, – განაცხადა ვაშაძემ რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში 24 თებერვალს, ჩეხეთში ვიზიტის დროს.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშში ნათქვამია: „მოსკოვის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე [რუსეთის] მათთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები, ამას დამატებული სტატუს კვოსადმი საქართველოს უკმაყოფილება ხელს უწყობენ დაძაბულობას. საქართველოს საჯარო მცდელობები, კავშირები დაამყაროს რუსეთის ჩრდილოკავკასიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ასევე უწყობს ხელს ამ დაძაბულობას“.

civil.ge

ახალი ამბები