კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყაზახური „სილქროუდ ჯგუფი“ საქართველოდან მიდის

2 მარტი, 2011

ყაზახურმა „სილქროუდ ჯგუფმა“ საქართველოში წარმომადგენლობა გააუქმა. კომპანიაში „პირველს“ დაუდასტურეს, რომ „საქართველოში
„სილქროუდ ჯგუფის“ წარმომადგენლობა ლიკვიდირებულია“.

„კომპანიის წარმომადგენლობის ლიკვიდაცია 2010 წლის ბოლოს განხორციელდა. ამის კონკრეტულ მიზეზებს კი ვერ გეტყვით“, - განუცხადეს „პირველს“ კომპანიაში და დასძინეს, რომ „სილქროუდი“ უკვე არსებულ პარტნიორებთან კავშირის გაწყვეტას არ აპირებს.

ამასთან, რა ბედი ეწევა საქართველოში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობას, რომელიც „სილქროუდს“ უნდა განეხორციელებინა, კომპანიაში არ აკონკრეტებენ. თუმცა აცხადებენ: „ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპსა და დეველოპერულ კომპანია „სილქროუდ ჯგუფს“ შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმი თბილისში საცხოვრებელი სახლის აშენებას არ გულისხმობდა“.

„თქვენ ნამდვილად იცით იმ მემორანდუმის შინაარსი, რომელიც გაფორმდა?! დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას და პროექტების განხილვას გულისხმობდა და არა უშუალოდ კომპლექსის მშენებლობას, თუმცა საქართველოში წარმომადგენლობის გაუქმება თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის“, - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლობაში.

ამასთან, თბილისში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფს“ მერიის არქიტექტურის სამსახურში განაცხადი ამ დრომდე არ შეუტანია.

პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფლობენ.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 22 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, დონალდ ტრამპმა დეველოპერულ კომპანია „სილქროუდ ჯგუფთან“ თბილისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, „სილქროუდ ჯგუფი“ დარეგისტრირებულია, როგორც სავაჭრო მარკა, რომელიც ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ განხორციელებულ საქმიანობაში გამოიყენება. ჰოლდინგი „სილქროუდი“ მასში შემავალი კომპანიების ინტერესების კონსოლიდირებისთვისაა დაარსებული. აღნიშნული ინტერესები მოიცავს: ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირებისა და სავაჭრო სფეროებს, საკვები პროდუქციის ბაზარს, უძრავ ქონებას, ფინანსურ მომსახურებას, ინვესტიციებს და კორპორატიულ სერვისებს.

„სილქროუდ ჯგუფი“ საქართველოში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ მფლობელია.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები