კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან ვეფხვაძე: „მომავალ არჩევნებზე უფრო მეტი გაურკვევლობა იქნება“

4 მარტი, 2011

„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის ცნობით, ხელისუფლება აპირებს ელექტრონული პირადობის მოწმობების ეტაპობრივ დისტრიბუციას, რაც მისი თქმით, მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას გამოიწვევს.

ხელისუფლების გეგმა ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით, ლევან ვეფხვაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს გააცნო. მისი თქმით, ეს გეგმა მოიცავს 2011-2016 წლებს, რა პერიოდშიც აპირებს ხელისუფლება გასცეს 3 მილიონი ელექტრონული პირადობის მოწმობა. ვეფხვაძის განმარტებით, თითო წელს დაგეგმილია 400 ათასი პირადობის მოწმობის გაცემა, რომლის ღირებულება იქნება 30 ლარი. აქედან 15 ლარი თავად მოწმობის ღირებულებაა, ხოლო 15 ლარი – ელექტრონული ხელმოწერის ღირებულება.

მისი მტკიცებით, ხელისუფლება აპირებს, რომ ეს 30 ლარი მხოლოდ იმ მოქალაქეებს არ გადაახდევინოს, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 57 000 ქულაზე ნაკლები აქვთ, ხოლო დანარჩენმა 2 მილიონმა, 30 ლარი საკუთარი ხარჯებით უნდა დაფარონ.

ვეფხვაძის გათვლებით, თითოეულ ოჯახს, ალბათ, მოუწევს 90-დან 120 ლარამდე თანხის გაღება, რათა ოჯახის ყოველმა წევრმა მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, 2011-2016 წლებში დაგეგმილია 3 არჩევნები და ამ პერიოდში, მოქალაქეებს, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ არჩევნებში, ექნებათ 2 პირადობის მოწმობა, რადგან სრულად არ იქნება გაცემული ელეტრონული პირადობები და ეს არჩევნებზე, საარჩევნო სიების შედგენისას და შემდეგ ხმის მიცემის პერიოდში, უფრო გაართულებს მდგომარეობას.

ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ეს გეგმა ხელისუფლებამ წარმოადგინა იმ ცაიტნოტის გამო, რომელიც ოპოზიციამ შეუქმნა მას, რადგან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე კონსულტაციებზე ოპოზიცია დაჟინებით ითხოვს გარკვეულ რეაგირებას იმ შეთავაზებაზე, რომელიც ხელისუფლებას ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით შესთავაზა.

„ხელისუფლებას ამ ცაიტნოტის გამო აქვს ნაჩქარევი პასუხები, რის გამოც მათი პოზიცია არის არადამაჯერებელი. რაც შეეხება ბიუჯეტს, რომელიც მათ წარმოადგინეს ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემისთვის, ის შეადგენდა 200 მილიონს, რაც არასერიოზული თანხაა“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და საბოლოოდ წავა დათმობაზე და ამაში დიდ როლს შეასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობა.
"ჩვენი შეთავაზება გულისხმობს კომპრომისებსაც, თუ ხელისუფლების პოზიცია იქნება ადეკვატური", - აღნიშნა ვეფხვაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები