კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებას ბიზნესმენ პაატა ქანდაურიშვილზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

4 მარტი, 2011

„დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლებას მათი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლასა და ტერორში ადანაშაულებს და კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.

როგორც პარტიის მთავარი საბჭოს წევრმა ივანე ჩიღვინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებისთვის „დემოკრატიული მოძრაობა“ და „სახალხო კრება“ მთავარი საფრთხე და სამიზნე გახდა.

„გარდა იმისა, რომ მათ პარტიის წევრებს შეგვიქმნეს სერიოზული პრობლემები კერძო ბიზნესსაქმიანობაში, ჩვენს მხარდამჭერებსაც უსწორდებიან ფიზიკურად და ზოგი მათგანი უკანონო პატიმრადაც აქციეს, ტერორი გააგრძელეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქტიურად უდგანან მხარში „დემოკრატიულ მოძრაობას“ და „სახალხო კრებას“, - აღნიშნა მან.

ჩიღვინაძის ცნობით, ხელისუფლების სამიზნე გახდა ასევე იტალიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი პაატა ქანდაურიშვილი, რომელსაც ბიზნესაქტივები აქვს საქართველოში და რომელიც ქვეყანაში რეალური ცვლილებების განმახორცილებელელ ძალად სწორედ „დემოკრატიულ მოძრაობას“ და „სახალხო კრებას“ მიიჩნევს.

თოდად მისი ფინანსური პარტნიორის, ფირმა „სანმარკოს“ გენერალური დირექტორის ნინო ბერიძის დაკავება გამოიყენა, რომლის გათავისუფლების სანაცვლოდაც ბიზნესმენს საქართველოში ჩამოსვლას და კონკრეტული თანხის გადახდას სთხოვენ.

„ჩვენ არ ვაპირებთ მსგავსი ფაქტების მიჩუმათებას და მათ საჯაროს გავხდით. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოვიყენებთ, რათა ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და კონკრეტულად იტალიის მთავრობის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ჩიღვინაძემ.

ინტერპრენიუსი

ახალი ამბები