კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გოგი თოფაძე კვიპროსში აფხაზ და ოს ბიზნესმენებს შეხვდა

9 მარტი, 2011

კომპანია "ყაზბეგის" პრეზიდენტი გოგი თოფაძე კვიპროსში აფხაზ და ოს ბიზნესმენებს შეხვდა.
 
შეხვედრა საერთაშორისო პროექტის - "ქართულ-აფხაზური ეკონომიკური კავშირების ლეგალური ჩარჩოები" ფარგლებში შედგა.

თოფაძესთან შეხვედრის ინიციატივა აფხაზ ბიზნესმენებმა გამოთქვეს. შეხვედრაში სამ-სამი ქართველი და აფხაზი, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ერთი ოსი ეროვნების ბიზნესმენი მონაწილეობდა

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეები კონფლიქტის მოგვარების კვიპროსის მოდელს გაეცნენ, შეხვდნენ კვიპროსისს "სამშვიდობო გეგმის" ეკონომიკური ნაწილის ავტორებს, ადგილზე ნახეს როგორ ხორციელდება ეკონომიკური ურთიერთობები კვიპროსის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებულ თურქულ რესპუბლიკას შორის.

"იმის მიუხედავად, როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად კავკასიაში, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა უნდა შევძლოთ ჩვენს საზოგადოებებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ერთმანეთის "მტრის ხატი" დავამსხვრიოთ, ადამიანებს შორის ნდობა აღვადგინოთ. ამიტომ დავთანხმდი აფხაზ ბიზნესმენთა მოწვევას. აფხაზებიც და ოსებიც გვეთანხმებიან, რომ ადამიანური და საქმიანი ურთიერთობების აღდგენა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, ბიზნესის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში აუცილებელია", - განაცხადა თოფაძემ.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია "ბიზნესისა და განვითარების კავკასიის ქსელი".

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები