კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნახევარი მილიონი ლარი - ქვემო ქართლის ბიზნესმენთა ხარკი „ნაციონალური მოძრაობისთვის“

10 მარტი, 2011

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

2010 წელს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვემო ქართლის ბიზნეს-საზოგადოებამ „ხარკის“ სახით 483 000 ლარი გაიღო. ეს თანხა „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგიონის 14-მა შპს-მ შესწირა.

14-დან 12 კომპანია არც ერთ ადგილობრივ, თუ ცენტრალურ დონეზე გამოცხადებულ ტენდერში არ მონაწილეობდა. შესაბამისად, თანხა მათ ტენდერების საქმეში გაწეული დახმარებისთვის არ გადაუხდიათ - ისე, როგორც ეს სხვა რეგიონის შემთხვევაში იყო.

რეგიონში არსებულმა შპს-ებმა, 2008 წლის ომი შემდეგ კადრების შემცირება და გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყეს. ასე რომ, „ნაციონალებს“ საკუთარი სურვილით ვერც იმ ლოგიკით დაეხმარებოდნენ, რომ საქმე კარგად აქვთ და დრო ქველმოქმედებისთვისაც რჩებათ.

ომისშემდგომი სერიოზული ჩავარდნის გამო, რეგიონის ბიზნესი დღეს არ მონაწილეობს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა სახის ტენდერებში. ამავე მიზეზით, დღემდე გრძელდება ტენდერი რუსთავის ყვითელი ავტობუსების საწვავის მომარაგებაზე და გარდაბანის ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე. ამ უკანასკნელ ტენდერს დაინტერესებული პირიც არ ჰყავს. 

„ნაციონალებისთვის“ წინაარჩევნოდ გადარიცხულ ფულთან დაკავშირებით ბიზნესმენთა უმრავლესობას საუბარი არ სურს. ერთადერთი საწარმო, რომლის ადმინისტრაციულ შენობაშიც შეგვიშვეს, შპს „პროგრესია“. თუმცა ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ კონტაქტის სხვა მეთოდი ავირჩიეთ.

რეგიონის მცირე შპს-ებში მისვლისთანავე შესასვლელთან მდგომ დაცვას ჩვენი ინტერვიუს თემას ვატყობინებდით და ამაოდ ვუცდიდით, როდის მიგვიღებდნენ სასაუბროდ. ამიტომ გადავწყვიტეთ, „პროგრესის“ ადმინისტრაციას ცოტა შორიდან მოვუარეთ და ვუთხარით, რომ მასალას ქვემო ქართლის რეგიონის ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ვამზადებდით. რეალურად, არც ვტყუოდით.

შპს „პროგრესი“სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საწარმოა. ეს არის წისქვილ-კომბინატი, რომელიც ინახავს ხორბალს და ასევე, მას გადაამუშავებს სხვადასხვა ხარისხის ფქვილად. 

შპს „პროგრესი“, რეგიონის მასშტაბით, მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობისთვის გადარიცხული თანხის ოდენობით. მან „ნაციონალებს“ არჩევნების პერიოდში 80 000 ლარი აჩუქა.

ინტერვიუსთვის საწარმოს დირექტორმა დავით გილიგაშვილმა მიგვიღო. თითქმის უწყინარი თემის მოუხედავად, გილიგაშვილი ჩვენი სტუმრობით კმაყოფილი არ ჩანდა. კაბინეტში შესვლისას დაჯდომის საშუალებაც არ მოგვცა და შეხვედრა მოკლე კომენტარით ორ წუთში დაასრულა.

„რა პრობლემები უნდა გვქონდეს?! არანაირი! არც ომს შეუშლია ჩვენთვის ხელი და არც არავის. მთავრობასთანაც არა გვაქვს პრეტენზიები. ჩვენ ხელს არაფერში გვიშლიან. რაც შეეხება საქველმოქმედო ღონისძიებებს, რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ ისეთს არაფერს, თქმად რომ ღირდეს“, – გვიპასუხა დავით გილიგაშვილმა, რომელიც „ნაციოანლური მოძრაობისთვის“ გაღებულ 80 000 ლარს, ალბათ, წვრილმანად მიიჩნევს.

ამ საწარმოსგან ქველმოქმედება რეგიონში არავის ახსოვს. ერთადერთი, ვისაც დაუთვლელად და დაუყვედრებლად ჩუქნის ფულს, „ნაციონალური მოძრაობაა“.

შპს „პროგრესზე“ 20 000 ლარით მეტი, ანუ 100 000 ლარი გადაურიცხა წინასაარჩევნოდ მთავრობას  შპს „თემამ“. სწორედ ეს „თემა“ ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქვემო ქართლიდან გაღებული თანხებით.

საწარმოს ადმინისტრაცია რეგისტრაციის  ოფიციალურ მისამართზე (რუსთავი. მოგობრობის #4) არ დაგვხვდა. ცნობილია, რომ შპს „თემა“ მონაწილეობს ისეთ სერიოზულ სამთავრობო პროექტებში, როგორიცაა სუფსის ცემენტის ტერმინალის მშენებლობა.

ახალი ამბები