კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისრაელმა დავით ბაქრაძეს ვიზიტის გადადება ურჩია

11 მარტი, 2011

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე რივენ რივლინმა თავის ქართველ კოლეგა დავით ბაქრაძეს ისრაელში ვიზიტისგან თავის შეკავება და აღნიშნული სტუმრობის გადადება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ynetnews.com ავრცელებს .

რივლინის განმარტებით, მისი მოთხოვნა დაკავშირებულია შიდა და გარე პოლიტიკურ გარემოებებთან, ნაწილობრივ კი - ებრაელი ბიზნესმენების საქართველოში დაკავებასთან.

ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. მათ ბრალი ქრთამის აღებაში ედებათ.

ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის ვიზიტი მომავალ კვირას უნდა შემდგარიყო.

ynetnews.com-ს მიერ დავით ბაქრაძის  ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პარლამენტში კომენტარისგან თავს იკავებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მაკა გიგაურმა განუცხადა, ინფორმაციას თავად დავით ბაქრაძესთან მოგვიანებით გადაამოწმებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები