კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრამპმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში ორი ცათამბჯენის მშენებლობას მოაწერა ხელი

14 მარტი, 2011

ჩარლზ ბაგლი და ენდრიუ კრამერი, The New York Times

საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს იყო შანსი, ეჩვენებინა, რომ მისი ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეველოპერი მოიზიდოს. დეველოპერ დონალდ ტრამპისთვის კი ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ იმის დემონსტრირებისთვის, რომ იგი  მსოფლიო სტანდარტების დონეზეა.

ხუთშაბათს, მანჰეტენზე ცათამბჯენ Trump Tower-ში გამართულ ცერემონიალზე ტრამპმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ორი ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობაზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის მიჯნაზე მდებარეობს.

გარიგება მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ქარიზმატულმა და ინგლისურად კარგად მოლაპარაკე პრეზიდენტმაც აკურთხა. ბ-ნ სააკაშვილს სურს, უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს, რადგან ცდილობს თავისი გაღარიბებული ქვეყანა რუსულ ორბიტას მოწყვიტოს და შეერთებულ შტატებს უფრო მჭიდროდ დააკავშიროს.

ცათამბჯენებს უშუალოდ ტრამპი, მსოფლიოში პირველი ვირტუალური დეველოპერი არ ააშენებს. კარიერის ამ ეტაპზე ის დიდწილად საკუთარი სახელის გამოყენებაზე ლიცენზიას სხვების ნაგებობებზე გასცემს და დეველოპერულ საქმიანობას თავად არ ეწევა. თუმცა ზოგჯერ ის თავადაც აშენებს ცათამბჯენებს, როგორიცაა მაგალითად ნიუ-იორკში Trump World Tower.

მოკლედ, აღნიშნული შეთანხმება „ტრამპის“ ბრენდის გლობალური  არეალის გაფართოვების მორიგი შანსია, რომლის ოქროს ასოებიც უკვე ამშვენებს ოთხი კონტინენტის შენობებს და რომლის სახელიც უკვე ჰქვია დიდი ხნის ტელეგადაცემას, შოტლანდიური გოლფის მოედანს, არაყს, შოკოლადს, წიგნებს და იუველირულ ნაკეთობებს. ხელმოწერის ცერემონია Trump Tower-ის ოთხდონიანი ატრიუმის ქვედა ნაწილში გაიმართა, სადაც ისეთი მაღაზიებიც გვხვდება, როგორებიცაა  Trump Grill, Trump Bar და მაისურები Trump.

მშენებლობა, სავარაუდოდ, 2013 წლისთვის იგეგმება და ნებისმიერი რეალური მშენებლობა, თუკი ის დაიწყება, Silk Road Group-ის მმართველი თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის მეთვალყურეობით განხორციელდება. Silk Road Group სამხრეთ-კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო კომპანიაა.

გარიგება რომლის მოცულობასაც პარტნიორები 300 მილიონ დოლარად აფასებენ, ორ პროექტს მოიცავს. ესენია ცათამბჯენი Trump Tower Tbilisi, რომელიც აიგება „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე თბილისის დედაქალაქში და ცათამბჯენი Trump Riviera, რომელიც   Silk Road-ის დაგეგმილი კომპლექსის ნაწილია. ამ კომპლექსში შედის კაზინო, საგამოფენო დარბაზი და სანაპირო იახტებისთვის შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში თურქეთის გვერდით.

საცხოვრებელი სახლები 40-სართულიანი იქნება და თითოეულ სახლში დაახლოებით ასი ბინა იქნება – ნიუ იორკის სტანდარტებით ეს საშუალო სიმაღლეა, ხოლო საქართველოში ეს დღეს არსებულ ყველაზე მაღალ შენობებზე ორჯერ მაღალია.

ტრამპის და სააკაშვილის პარტნიორობა მათი ორწლიანი მეგობრობის შედეგია. საქართველოს პრეზიდენტმა ბ-ნი ტრამპი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს მოძებნა მას შემდეგ, რაც 2008 წელს ტრამპის წიგნი წაიკითხა სახელწოდებით Trump Never Gives Up („ტრამპი არასდროს ნებდება“). მამაკაცები დამეგობრდნენ. შარშან კი ტრამპმა საქართველოში მისი წარმომადგენელი მაიკლ კოენი გააგზავნა, რათა Silk Road-თან რამდენიმე პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა განეხილა.

ბატონმა სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მართალია, ბატონ ტრამპს ზოგჯერ ზედმეტი ეგოცენტრულობისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ დეველოპერში მან „ცნობისმოყვარე“ და საქართველოსა და რეგიონში კარგად  გაცნობიერებული ადამიანი დაინახა. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპს საოცარი ინტუიცია აქვს“, – თქვა სააკაშვილმა.

თავად სააკაშვილი ცნობილია თავისი კომუნიკაბელურობით. ის პრეზიდენტად 2004 წელს აირჩიეს და მას შემდეგ ამერიკის მტკიცე მოკავშირეა. ერთ დროს საქართველო აშშ-ს და ბრიტანეთის შემდეგ ერაყში მოკავშირეთა ძალების შემადგენლობაში გაგზავნილი კონტიგენტის მოცულობით მესამე ადგილს იკავებდა. საქართველოს დედაქალაქში არის  ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა.

მას შემდეგ, რაც პოლიციაში კორუფცია დაამარცხა, სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა იტალიელი არქიტექტორის, მიქელე დე ლუკას პროექტით ააშენა - მთლიანად მინის ფასადით, რაც გამჭვირვალობის სიმბოლოა. ახლა საქართველოში პოლიციის ყველა შენობას მინისგან აშენებენ.

იგი ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა საკურორტო ქალაქ ბათუმს, სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 35 სასტუმრო აშენდა. 2007 წელს ქალაქში ახალი გასართობი პარკის გახსნაზე ბატონი სააკაშვილი და მისი ახალგაზრდა საპრეზიდენტო გუნდი საზეიმო კარნავალში თავად მონაწილეობდნენ.

საქართველოში ტრამპი ლიცენზიას გასცემს მისი სახელის გამოყენებაზე, ხოლო მისი კომპანია უძრავი ქონების ორი ობიექტის მართვას განახორციელებს. ის ასევე იმუშავებს Silk Road-თან პროექტების დაფინანსებისა და ცათამბჯენების ბაზარზე წარდგენის პროცესში. ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ის არ აპირებს პროექტებში საკუთარი ფულის ჩადებას. „გვსურს თუ არა ინვესტიციის განხორციელება, მოგვიანებით გადავწყვეტთ“, – თქვა მან.

სააკაშვილი ვარსკვლავური უცხოური ინვესტორების მოზიდვას ცდილობს, რათა აჩვენოს, რომ საქართველო კვლავ გახსნილია ბიზნესისთვის გლობალური რეცესიისა და რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, რომელმაც ძალიან შეამცირა ეკონომიკის მამოძრავებელი პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი.

ქართველები ძველებურად ღარიბები არიან. ქვეყანაში სადაც 4.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შემოსავლის საშუალო დონე 2009 წელს, წელიწადში 2 455 დოლარს შეადგენდა.

რუსეთთან ომამდე საქართველო წელიწადში დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის უცხოურ ინვესტიციას იზიდავდა. ბატონი სააკაშვილი ამ ნაკადს მიესალმებოდა, რადგან თავისი პროდასავლური რეფორმების მოწონებად აფასებდა.

კრიზისის დროს საქართველომ, ახლო-აღმოსავლეთის ინვესტორებთან დაიწყო მუშაობა,  ისეთებთან როგორიცაა რას ალ-ჰაიმანის ნაციონალური კეთილდღეობის სუვერენული ფონდი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. ამ ფონდმა შეიძინა ქართული ფოთის პორტი, რომელიც იმ ადგილისგან ჩრდილოეთით მდებარეობს, სადაც ტრამპის ბათუმური ცათამბჯენი უნდა აშენდეს.

საქართველოს ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დახმარება გამოუყვეს. ამ ახალი ხელშეკრულებით სააკაშვილი ტრამპის თანხმობის გამოყენებას შეეცდება, რათა სხვა ამერიკელი ინვესტორები გაამხნევოს, ჩადონ ფული ტურიზმსა და სატრანსპორტო პროექტებში, რომლებსაც იგი თავისი ქვეყნის ეკონომიკის მომავლის საფუძვლად მიიჩნევს.

„ტრამპი პირველი მსხვილი ამერიკელი დეველოპერია, რომელიც საქართველოში შედის. თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი კომპანია ადრე უკვე მუშაობდა ამერიკელ პარტნიორებთან ან ამერიკული ბანკებიდან იღებდა დაფინანსებას“, – სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავამ.

კომპანია Silk Road, რომელმაც ახლახანს დედაქალაქში სასტუმრო Radisson Tbilisi გახსნა, ზაფხულში კიდევ ერთი Batumi Radisson-ის გახსნას იმედოვნებს. ტურიზმი Silk Road-სთვის საქმიანობის შედარებით ახალი სფეროა. ეს კომპანია საწვავით ვაჭრობს, ახორციელებს გადაზიდვებს, ასევე საქართველოს მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერია. კოპანიას ასევე კონტრაქტი აქვს გაფორმებული ავღანეთსა და ერაყში ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე.

როგორც ჩანს, ქართველებმა ტრამპების კლანს თვალი გარკვეული დროის წინ დაადგეს. ორი წლის წინ  Silk Road-ის მმართველობის თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი რცხილაძემ ტრამპის ყოფილი მეუღლე წარმოშობით ჩეხი ივანა ტრამპი შესაძლო ინვესტიციებზე სასაუბროდ საქართველოში დაპატიჟა.

იგი ბათუმს ეწვია და ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდა. რცხილაძის თქმით, ეს რთული გადაწყვეტილება იყო და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ქვეყანაში ვიზიტი ჯერ კიდევ წინ არის, ივანამ განაცხადა: „ჩვენ ერთად ჩამოვალთ“.

ორიგინალი

ახალი ამბები