კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანის მთავრობამ უფლებადამცველების რეპრესიები დაიწყო

11 მარტი, 2011

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი შეშფოთებულია აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან უფლებადამცველების რეპრესიებისა და აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლის დახურვის გამო.

10 მარტს აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრომ დახურა აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლი. ამავე დროს ბოლო დღეების განმავლობაში დააკავეს ადამიანის უფლებათა სახლის 5 აქტივისტი. ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა სახლის ფონდზე დაყრდნობით ვრცელდება.

ქვეყანაში მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერება მარტის თვეში აზერბაიჯანში დაგეგმილი პროდემოკრატიული დემონსტრაციების პასუხია.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი უერთდება ადამიანის უფლებათა სახლის საერთაშორისო ქსელის შეშფოთებას მომხდართან დაკავშირებით და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს, ერთობლივი ძალით გამოხატოს პროტესტი აზერბაიჯანში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მშვიდობიანი მანიფესტაციისა და უფლებადამცველების უფლებების დარღვევის გამო.

მომხდართან დაკავშირებით თავის ვებ-გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა სახლმა (იხ. http://humanrightshouse.org/Articles/16055.html  ).

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ახალი ამბები