კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეროვნული საბჭო“ ხელისუფლებას საკუთრების უფლების მასობრივ ხელყოფაში ადანაშაულებს

14 მარტი, 2011

„ეროვნული საბჭო“ ხელისუფლებას საკუთრების უფლების მასობრივ ხელყოფაში ადანაშაულებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული საბჭოს“ ერთ-ერთმა წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შრომის უბანში ექვს ოჯახს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოთხოვნით, ჩამოერთვა საკარმიდამო მიწა და გაზისა და ნავთობის კორპორაცია ამ მიწაზე ნავთობის მოპოვებით არის დაკავებული.

როგორც გუჯაბიძემ განაცხადა, ექვს ოჯახს მიწა სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს და უვადო სარგებლობაში გადასცეს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ისე რომ მიწის მესაკუთრეებს რაიმე კომპენსაცია არ მიუღიათ.

„ეროვნული საბჭო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს საკუთრების უფლების დაცვას და სახელმწიფო კონსტიტუციით აკანონებს საკუთრების უფლების უკანონო და უსამართლო ხელყოფის შესაძლებლობას", - განაცხადა გუჯაბიძემ.

მისივე თქმით, „ეროვნული საბჭო“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, დაავალოს შესაბამის პასუხისმგებელ პირს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორ ზურაბ ჯანჯღავას, მესაკუთრეთა მიმართ სამართლიანი დამოკიდებულების აღდგენა და მათ გადაეცეთ შესაბამისი კომპენსაცია.

„ეროვნული საბჭო“ ასევე მოუწოდებს პარლამენტს და კონსტიტუციასთან დაკავშირებით მომუშავე პირებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საქართველოს კონსტიტუციაში საკუთრების უფლების გარანტირებული დაცვის მიზნით, ცვლილებებთან დაკავშირებით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები