კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახელისა და გვარის მეტი აღარაფერი დამრჩა“ - ამბობს მრავალშვილიანი დევნილი

14 მარტი, 2011
სოფო გეწაძე 

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დევნილმა ოჯახმა მიმართა. მალხაზ შოშიტაშვილის ოჯახი სამი წელია, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთში, ძმის სახლში ცხოვრობს. 
 
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ექვსსულიან ოჯახს თავდაპირველად კოტეჯში გადასვლა შესთავაზა, რაზეც ოჯახმა უარი განაცხადა.

„ერთ კოტეჯზე მეტს არ მაძლევდნენ - შვიდი სულის მერე იწყება მრავალსულიანი ოჯახის ათვლაო. ჩვენ ვერ შევედით ამ კოტეჯში, რადგან იგი სამ სულზეა გაანგარიშებული, მაქსიმუმ ოთხი ადამიანი დაეტიოს.  ჩვენ ვერანაირად ვერ დავეტეოდით. სხვა გამოსავალი რომ არ მქონდა, კომპენსაციაზე დავთანხმდი. ისიც იმიტომ, რომ მეუღლე გამიხდა მძიმედ ავად“.

ოჯახის დიასახლისი ჩუმათელეთში, ჭის წყლით მოიწამლა, რის შემდეგაც ეროზია და წყლულები გაუჩნდა. სამი ოპერაციის გაკეთების შემდეგ ექიმებმა კომპიუტერული გამოკვლევა დაუნიშნეს. თუმცა, ოჯახი უსახსრობის გამო ამ გამოკვლევას ვერ უტარებს.

„კომპიუტერული გამოკვლევა 7 თვის წინ დაუნიშნეს, მაგრამ ვერ ჩავუტარეთ. შედეგად ახლა როცა ტკივილები აქვს, სასწრაფო დახმარებას ვიძახებთ და ისინი გამაყუჩებლებს უკეთებენ. ბარალგინი და ნოშპით განიკურნება ადამიანი?! გამაყუჩებელიც არ მაქვს და უკვე მრცხვენია კიდეც სასწრაფოს გამოძახება“, – აღნიშნავს მალხაზ შოშიტაშვილი.

ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპენსაცია დიასახლისის მკურნალობასა და ზამთრის გადატანაში დაიხარჯა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შოშიტაშვილებს, დამატებით, საქაშეთში კოტეჯი შესთავაზა. თუმცა, კოტეჯის აშენების შემდეგ გაურკვეველი მიზეზით ოჯახი სიიდან ამოიღო.

„იყო დრო, ჩემი სახლიც მქონდა, ბაღიც, მეურნეობაც და ფულიც. ჯერ მარტო 1 400 ძირი საკუთარი ატამი მქონდა. 50 კილოს დღეში ღორებს ვაჭმევდი. ახლა აღარაფერი მაქვს. სახელისა და გვარის მეტი აღარაფერი დამრჩა“, – ამბობს შოშიტაშვილი. მან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამუშაოს დაწყების თხოვნითაც არაერთხელ მიმართა. იგივე თხოვნით ორჯერ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. სამინისტროსგან წერილი მიიღო, რომ მის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ.

ამჟამად ოჯახი დევნილებისთვის განკუთვნილ დახმარებას - სულზე 28 ლარს იღებს. ამასთან, 1989 წლიდან მოყოლებული ომის ვეტერანის საბუთით თვიურად ელექტროენერგიის ხარჯისთვის 22 ლარს იღებს. შოშიტაშვილების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსიც ჰქონდათ, მაგრამ რაკი საერთო ჯამში თვეში 20 ლარით ნაკლებს აიღებდნენ, ამ სტატუსზე უარი თქვეს და ახლა დევნილის სტატუსით სარგებლობენ.

ახალი ამბები